დუშან უჰრინი: ვეცდებით "დილასთან" უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე "ზუგდიდთან"

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის 23-ე ტურში "ზუგდიდს" ანგარიშით 3:0 სძლია. შეხვედრის შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.

დუშან უჰრინი: "პირველ ტაიმში კონცენტრაცია გვაკლდა და შესაბამისად მეტოქის კარში პირველი გოლის გატანაც გაგვიჭირდა.

მეორე ნახევარში გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა. ჩვენი მთავარი დაბრკოლება ის გახლდათ, რომ მეტოქე გუნდის ცხრა ფეხბურთელი კარის დაცვით გახლდათ დაკავებული.

სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით განვაახლეთ. მომდევნო მატჩი "დინამო არენაზე" გორის "დილასთან" გვაქვს, ეს დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლავთ და ვეცდებით უფრო უკეთესი
თამაში ჩავატაროთ, ვიდრე "ზუგდიდთან" ვითამაშეთ".


ელგუჯა ქომეთიანი: "თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. "დინამო" ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდია და ახლოსაც არის ამ მიზანთან.

"დინამოსთან" შეხვედრას დიდი დანაკლისით შევხვდით, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაგვიყრია და მოედანზე საბრძოლველად გამოვედით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გუნდში ყველა ადგილობრივი თამაშობს და გამონაკლისების გარდა ძალზედ ახალგაზრდა მოთამაშეები გვყავს.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღევანდელი თამაშის მოგება შეგვეძლო, თუმცა ჩემს ბიჭებს მთელ რიგ ეპიზოდებში უკეთესად თამაში შეეძლოთ - გამოცდილების ნაკლებობა სახეზე იყო. ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო შეხვედრებში".


მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XXIII ტური: გორელებმა რევანში აიღეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული