შეგახსენებთ, რომ ზუგდიდელთა კარში მესამე გოლის ავტორი სწორედ დვალი გახდა.
ჯაბა დვალი: "ეროვნული ჩემპიონატი განახლდა და სასიამოვნოა, რომ პირველივე შეხვედრაში დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ.
დღეს ჩვენს მოედანზე ვთამაშობდით და ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა. შესვენების შემდეგ კიდევ უფრო მოტივირებულნი გამოვედით მოედანზე - შესაბამისად კონცენტრაციაც მეტი იყო.
აქედან გამომდინარე პირველ ტაიმთან შედარებით, მეორე ნახევარი უკეთესად ჩავატარეთ და სამი ქულაც ავიღეთ.
მომდევნო მატჩი კი ლანჩხუთის "გურიასთან" გვაქვს. "გურია"
ლანჩხუთში რთული თამაში გველის. "გურიაში" არაერთი კარგი და გამოცდილი ფეხბურთელი ირიცხება, გუნდი კარგად არის შეთამაშებული, რაც 1/8 ფინალურ ეტაპზე "ზესტაფონთან" გამართულ ორ რაუნდიან დაპირისპირებაშიც კარგად გამოჩნდა.
ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და თასის მოგებაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ ორივე გათამაშება წარმატებით დავასრულოთ.
სასიამოვნოა, რომ გულშემატკივრები ბოლომდე გვერდში გვიდგანან და მათთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ორივე გათამაშებაზე ოქროს მედლები მოვიპოვოთ".
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XXIII ტური: გორელებმა რევანში აიღეს [VIDEO]