კლიმიაშვილი უგუნდოდ დეკემბერში დარჩა, როდესაც გორის "დილასთან" ხანმოკლე კონტრაქტი დაუმთავრდა.
მარტის დასაწყისში 24 წლის შემტევი ნახევარმცველი უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერმა "დიორ ეტომ" მიიწვია, მაგრამ მოლაპარაკება წარუმატებელი აღმოჩნდა - "დიორს" წლის ბიუჯეტი გაწერილი ჰქონდა და მესამე ქართველს ("დიორში" რატი ალექსიძე და გიორგი ქვილითაია თამაშობენ) ვეღარ შეუთანხმდა.
გორის "დილამდე" 24 წლის კლიმიაშვილის ტრანსფერი მახაჩყალის "ანჟის" ეკუთვნოდა, რომელმაც ქართველი ერთსეზონიანი იჯარით ტაშკენტის "ფახთაქორში" გაუშვა.
კლიმიაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი კლიმიაშვილი: მთავარია სიტყვა და ურთიერთობა