თბილისის "დინამოს" ბოლნისის "სიონთან" გამარჯვება გაუჭირდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ბოლნისის "სიონს" უმასპინძლა. მოულოდნელად ეროვნული ჩემპიონატის ლიდერისა და უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის წარმომადგენლის ამხანაგური შეხვედრა დაძაბული გამოდგა.

მე-12 წუთზე ანგარიში დინამოელებმა გახსნეს, დასარტყმელ პოზიციაზე ჯაბა დვალი გაიყვანეს და მან შანსი გოლად აქცია - 1:0.

ბოლნისელებმა წონასწორობა 28-ე წუთზე აღადგინეს: მასპინძელთა შეტევა "სიონის" ახალწვეულმა ირაკლი კლიმიაშვილმა ჩაშალა და მოედნის ცენტრიდან შორეული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე ლადო ახალაია გაიყვანა და მან მეკარეს შორეულ კუთხეში ზუსტად დაურტყა - 1:1.

ტაიმის მიწურულს "დინამოს" კარლეს კოტომ შეტევა დიმიტრი ტატანაშვილს გაუგრძელა, რომელმაც
მცველები ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა და შედეგიანადაც - 2:1.

მეორე ნახევარი ახალი განახლებული იყო, როდესაც დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა გიორგი ჩივაძემ კარიდან ოდნავ წინ გამოსული თორნიკე ზარქუა შენიშნა და ბურთი თავზე გადაუგდო - 2:2.

დუშან უჰრინის გაწვრთნილებმა მაინც გაიმარჯვეს. მატჩის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე მარჯვენა ფლანგზე ჩისკო შეიჭრა, რომელმაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან გიორგი მერებაშვილი მოძებნა. მან კარში დარტყმის ნაცვლად, გული მცველთა გაპამპულებით იჯერა, მეკარეს მიუახლოვდა და ზუსტად დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:2.

ამხანაგური მატჩი
დინამო-სიონი 3:2
გოლები: 1:0 დვალი (12), 1:1 ახალაია (28), 2:1 ტატანაშვილი (45), 2:2 ჩივაძე (54), 3:2 მერებაშვილი (82)
დინამო: ზარქუა - სეთურიძე, შაშიაშვილი კვარაცხელია (68. გველესიანი), მილხრაუმი (46. მერებაშვილი) - კოტო (55. ალვარო), ხმალაძე, გრაიციარი, გლიშიჩი - დვალი (46. ჩისკო), ტატანაშვილი (62. შინდაგორიძე)

სიონი: ბობღიაშვილი, ფოფხაძე, ორბელაძე, ქემოკლიძე, ელიავა, ცხადაია, ნემსაძე, მანწკავა, კლიმიაშვილი, ბეგლარიშვილი, ახალაია.
შეცვლაზე შევიდნენ: მერლანი, ლექვთაძე, ჯოჯუა, ჩივაძე, საპირი, სვანიძე, მიკუჩაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული