ბათუმის "დინამომ" ტრანსფერით ავტობუსი შეიძინა

AutoSharing Option
ნიკა დიასამიძემ საქართველოს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, ბათუმელთა შემადგენლობაში 15 შეხვედრაში 5 ბურთი გაიტანა და ზღვისპირელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი წევრით ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე გუნდი დაინტერესდა, რასაც დაემატა უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთი გუნდის მხრიდან ინტერესიც, მაგრამ სათამაშო პრაქტიკისთვის საქართველოში დარჩენა ამჯობინა და თბილისის "დინამოსთან" გააფორმა კონტრაქტი.

მაგრამ სეზონის განახლებამდე ნიკა ისევ ბათუმის "დინამოში" დაბრუნდა, სადაც მაისამდე იჯარით ითამაშებს.

დუშან უჰრინი იმედოვნებს, რომ ნიკას ბათუმში სათამაშო პრაქტიკა ექნება, გამოცდილებას შეიძენს და კიდევ უფრო გაიზრდება.

18 წლის ნახევარმცველის ტრანსფერმა ბათუმელებს
ერთი ძველი პრობლემის მოგვარების საშუალება მისცა - 20 წელია, გუნდს საკუთარი ავტობუსი არ ჰყავდა.

ამ გარიგებით მიღებული თანხის ოდენობა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ბათუმის "დინამომ" საკუთარი ავტობუსი შეიძინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული