სოსო ფრუიძე: "დინამოსთან" ქულებს წინასწარ ვერავინ დაგეგმავს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ თბილისის "დინამოსთან" (0:3) საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში როდესაც თამაშობ მეტი სითამამე, თავისუფალი თამაში და მეტი თავმოყვარეობაა საჭირო.

დღევანდელ თამაშამდე მე არ მაწუხებდა არანაირი ილუზიები, "დინამოსთან" ქულებს წინასწარ ვერავინ დაგეგმავს. მიმაჩნია, რომ უკეთესად თამაში შეგვეძლო. წარმატებას ვუსურვებ "დინამოს", - თქვა ფრუიძემ.

ფოტო: fcdinamo.ge

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
"ტორპედომ" "დილა" დაამარცხა, "დინამომ" კი ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული