დუშან უჰრინი: ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ ექვსი რთული მატჩი გველის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა საჩხერის "ჩიხურასთან" (3:0) საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩის შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრა.

"მატჩი ჩვენთვის თავიდანვე რთული იყო. წინასწარ ვიცოდით, რომ გორის "დილამ" ვერ მოიგო და გამარჯვების შემთხვევაში პირველ პოზიციას განვიმტკიცებდით, მაგრამ ჩემპიონობამდე ჯერ კიდევ ექვსი რთული მატჩი გველის.

ჩვენ ვიცოდით, რომ "ჩიხურას" ძალიან კარგი და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს. შეხვედრაში თავიდანვე მოვახერხეთ სათამაშო ინიციატივის მოპოვება.

საკადრო პრობლემებს თამაშამდე ჩვენც გადავაწყდით, - პატრიკ მილხრაუმი დაშავდა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი შედეგით, თამაშის მხრივ კი მეორე ნახევრის ხუთწუთიანი მონაკვეთი არ
მომეწონა", - თქვა უჰრინმა.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
"ტორპედომ" "დილა" დაამარცხა, "დინამომ" კი ლიდერობა განიმტკიცა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული