დილა-ტორპედო 1:2 - ოთხ წუთში წაგებული თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
"სალამი არ დაემთავრებინათ" გორში მასპინძლებს ქუთაისელებთან, რომ უკვე ორი ბურთით აგებდნენ.

ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს მთელი წინასამატჩო განწყობა "დინამოსთან" ერთი ხელის გაწვდენაზე მიახლოებული საყვარელი გუნდის საქომაგოდ მოსული ადგილობრივი გულშემატკივრის უზარმაზარი ჟინი და მედიასაშუალებებში ატეხილი ხმაური ამ მატჩის ინტრიგასთან დაკავშირებით, ოთხ წუთში ბუშტივით ჩაიფუშა.

ასეთ დროს ვალდას ივანაუსკასს და გია გეგუჩაძესაც ერთგვარად ფორსმაჟორული დუელი გამოუვიდათ. თუმცა უინტერესო არც ეს იყო. გეგუჩაძე ალბათ სწრაფ გოლზე აკეთებდა კიდეც აქცენტს, მაგრამ ოთხ წუთში ორ გოლს, ცხადია, არც ის დაუგეგმავდა შეგირდებს.

VideoSportall.Ge
ტორპედო 1:2 - ოთხ წუთში წაგებული თამაში [VIDEO]" />
06.04.13. დილა - ტორპედო 1:2


მაშ ასე, მე-3 წუთზე "ტორპედომ" საკუთარი მოედნიდან წამოწყებული სწრაფი იერიში რამდენიმე ზუსტი პასით მეტოქის საჯარიმოს მისადგომებამდე მიიტანა. იქ კუხიანიძემ კარგად გახსნილი ბერიაშვილი მონახა, რომელმაც, თავის მხრივ, უნაკლოდ იმოქმედა - ჩამოიცილა მეურვე, გასცდა მეკარეს და ანგარიში გახსნა - 0:1.

Sportall.Geერთი წუთის შემდეგ "დილას" მცველებმა საკუთარი ნახევრიდან ამოტანისას ბურთი მოწინააღმდეგეს გაარტყეს და ბერიაშვილი შეყრილაძის პირისპირ აღმოჩნდა და... 0:2.

ეს უკვე ნამდვილი შოკი იყო მასპინძელთათვის და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა პირველ ტაიმში მათ ვერ შეძლეს.

ქუთაისელებმა ვითარება მისთვის სახეირო კალაპოტში ჩააყენეს - აუღელვებლად ხვდებოდნენ მოწინააღმდეგის იერიშებს, არც მატჩის სადავეების ხელში აღების საშუალებას აძლევდნენ მეტოქეს. საკმაოდ თავდაჯერებული თამაშობდა სტუმართა დაცვა და შუა ხაზი.

"დილა" ანგარიშის სხვაობის შემცირებას კი ცდილობდა, მაგრამ მათ შეტევებს მუხტი აკლდა, ან ამის გამოვლენის საშუალებას მეტოქე არ იძლეოდა.

შესვენებამდე სამი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი მოვინიშნეთ სტუმართა კართან და სამივე კახელიშვილის აქტიურობის შედეგი იყო. მე-12 და მე-19 წუთებზე თითქმის ანალოგიური პოზიციიდან მის მიერ ახლო კუთხეში დარტყმული გოლკიპერმა გააუვნებელყო.

მეკარემ კახელიშვილის სახიფათო დარტყმისას მოგვიანებითაც იმარჯვა. 34-ე წუთზე გრიგალაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა სტანდარტი. ყველას გიორგი ონიანმა დაასწრო, მაგრამ თავური დარტყმა შეყრილაძემ კუთხურზე გაჭირვებით მოიგერია.

მეორე ნახევარი ივანაუსკასმა სამი ცვლილებით დაიწყო: არზიანის, კახელიშვილის და თოთაძის ნაცვლად მოედანზე ლეონარდო, მოდებაძე და გოგუა გამოვიდნენ. დაახლოებით 20 წუთი ისე მიილია, მიუხედავად მცდელობისა, სტუმართა კართან ხიფათი არ შექმნილა.

ჟუნიორს
ქუთაისელი მცველები გასაქანს არ აძლევდნენ, მოდებაძემ კი 66-ე წუთზე საოცარი საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. მეკარისაგან ორ მეტრში მიღებულ ბურთს რომ დაარტყა, ტრიბუნები უკვე საგოლე შეძახილისთვის იდგნენ ფეხზე, თუმცა იმედგაცრუებულებმა ერთიანად ამოიოხრეს.

მოდებაძე ათ წუთში ერთხელაც დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ ისევ ამაოდ. საბოლოოდ მან თავისი მაინც გაიტანა, თუმცა უკვე ოთხი წუთიღა რჩებოდა შეხვედრის დასრულებამდე - 1:2.

ამ ტაიმში იყო მომენტები, როდესაც გორელები პენალტს ითხოვდნენ.

საბოლოოდ "დილამ" "ტორპედოსთან" ახლაც ისე წააგო, როგორც გასული წლის დეკემბერში. შინ შვიდი თვის მანძილზე წაუგებელი მატჩების სერია მაშინაც ამ გუნდმა შეაწყვეტინა გორელებს.

მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე (ტორპედო):
"ძალიან ძნელი მატჩი მოვიგეთ ოქროს მედლის ერთ-ერთ პრეტენდენტთან. განვლილ შეხვედრებთან შედარებით, ჩვენ ცოტა სხვაგვარად ავაწყეთ თამაში და აღმოჩნდა, რომ სწორადაც მოვიქეცით. მოვიგეთ პირველ ყოვლისა საგოლე მომენტების რეალიზაციის გამო, თორემ ურიგოდ არც წინა შეხვედრებში გვიასპარეზია".

ვალდას ივანაუსკასი (დილა):
"ვულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. პირველი ტაიმის მიხედვით, მათი წარმატება დამსახურებულია, მეორე ტაიმით - ნაკლებად. პირველი ტაიმი, ფაქტობრივად, 4 წუთში წავაგეთ.

მეორე ტაიმში გავრისკე, როცა სამივე ცვლილება სტარტზევე მივმართე, რადგან მოგვიანებით საჭირო თუ გახდებოდა, თამაშში ჩარევას ვეღარ შევძლებდი. გულსატკენია, რომ დავმარცხდით. ალბათ, ზოგიერთ ფეხბურთელს თავდაჯერება აკლდა, მაგრამ ახლაც გამოჩნდა, რომ "დილა" გუნდია და მოედა
ნზე იცის, რა უნდა.

სამწუხაროდ, ზუგდიდთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ძალიან რთული კვირა გვქონდა. იმედია, ეს პრობლემები დასრულდება" (პრობლემებზე უფრო კონკრეტული საუბრისგან მწვრთნელმა თავი შეიკავა - ვ.ბ).


Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვალდასას ბრალია რა სასტავი ათამაშა, ეგეთი ცუდი თამაში დილას არ უთამაშია ბოლო ორი წელია.
bibo
17:46 08-04-2013
0
უფრო სწორედ ანალოგიური გაკეთა დარასელიამ დინამოსთან 3-0 რო წაააგეს მაშინაც ცუდი სასტავი ატამაშა და აღიარა კიდეც ასე რომ თავის თავს დააბრალონ.
bibo
18:23 08-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული