მასპინძლებს კი, მომრავლებული ტრავმების გამო იძულებითი ცვლილებების გარდა, 43-ე წუთზე "წამოეწიათ ქვა აღმართში", როცა მორიგი უხეშობისას ძლივს ტრავმამოშუშებული გუშარაშვილი დაიმტვრა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
სულაც არ გვინდა, ფეხბურთელები გავამართლოთ, მაგრამ არბიტრმა ბევრჯერ ანერვიულა ისინიც და მაყურებლებიც, იმდენჯერ, რომ ამ უკანასკნელთა მხრიდან მოსალოდნელი ინციდენტის გამო (საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა) თამაში შეჩერდა კიდეც რამდენიმე წუთით.
რაც შეეხება შეხვედრას, თავიდანვე
ამ მომენტის შემდეგ გორელთა უპირატესობა საგრძნობი გახდა. განსაკუთრებით აქტიური იყო გოგუა, რომლის განეიტრალება პირველ ტაიმში ვერაფრით შეძლეს საჩხერელებმა.
სწორედ მას ეკუთვნის სამსვლიანი კომბინაციის ბოლო უზუსტესი პასი მოდებაძეზე, რომელიც ამ უკანასკნელმა გოლად გარდასახა.
მე-15 წუთზე გოგუამ თვითონ სცადა გატანა, თუმცა სომხიშვილმა უკუაგდო მისი ყუმბარისებური დარტყმა, გორელთან კი ვერავინ დაამატა.
მე-17 და 22-ე წუთებზე მეკარესთან პირისპირ გასულ გორელიშვილს უმტყუნა სიზუსტემ. 43-ე წუთზე ისევ მოდებაძემ "არ დააფასა" გოგუას გარჯა.
ასე რომ, პირველ ტაიმში პირწმინდად დაჩაგრეს სტუმრებმა მასპინძლები.
მეორე ტაიმი, უმეტესწილად, "ჩიხურასი" იყო. ალბათ იმიტომაც, რომ გოგუა საერთოდ "დაიკარგა". კვასხვაძის, გოცირიძის, განსაკუთრებით, ბოლქვაძის არაერთი მცდელობა მხოლოდ ერთხელ - 73-ე წუთზე გამოდგა ნაყოფიერი.
ამ მომენტში შანსი აღარ გაუშვა ხელიდან მანამდეც საკმაოდ აქტიურმა დეკანოიძემ.
მერე იყო კახელიშვილზე საეჭვო უხეშობისათვის დანიშნული და მოდებაძის მიერ გოლად ქცეული პენალტი, რასაც სტუმართა გამარჯვება მოჰყვა.
Video
14.04.13. საჩხერე - დილა 1:2
14.04.13. საჩხერე - დილა 1:2
მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, "დილამ" დამსახურებულად გაიმარჯვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"