არ დაგვიშალოთ კლუბი! - გორელი ქომაგი "დილას" დასაცავად

AutoSharing Option
"ლელოში" გამოქვეყნებულ წერილს ("ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!") გულშემატკივართა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გორელმა გულშემატკივრებმა ამბიციური კლუბის შესანარჩუნებლად აქცია გამართეს.

"მეგობრებო, გავერთიანდეთ! დაგვიდექით გვერდით და ერთად გადავარჩინოთ კიდევ ერთი საფეხბურთო კერა, რომელიც მოშლის პირასაა", - ასე იწყება წერილი, რომელიც "დილაში" წარმოქმნილ ფინანსურ პრობლემებს ეძღვნება.

"ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ კლუბს, გორის "დილას" ევროტურნირზე თამაში ელის და ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერებასა და განვითარებაზე ფიქრობდეს, პრობლემები შეექმნა.

კარგი თამაშით "დილამ" გორში მშვენიერ საფეხბურთო კერას ჩაუყარა საფუძველი: ჩემპიონატისადმი ჩვენი საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულების ფონზე,
გორში გამოცოცხლება და ფეხბურთისადმი დიდი ინტერესი იგრძნობა. გუნდში თამაშობენ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელები, მოწვეულია კვალიფიციური სპეციალისტი და კლუბის წინსვლისა და განვითარებისთვის ყველა საწყისი პირობა არსებობს.

მაგრამ ნაცვლად განვითარებისა, კლუბი დაშლის პირას იმყოფება, ხოლო ქომაგს ისიც ვერ გაურკვევია, პასუხი ვის მოსთხოვოს.

"დილას" დაშლა ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ამიტომ ქართული ფეხბურთით დაინტერესებულმა ყველა ადამიანმა, გულშემატკივარმა, ქომაგმა, უბრალოდ, მოყვარულმა უნდა შევძლოთ გაერთიანება და მოვუწოდოთ მათ, ვისაც ეს ხელეწიფებათ - არ დაგვიშალონ კლუბი!

დღეს "დილას" უჭირს, შეიძლება, ანალოგიურ ვითარებაში ხვალ სხვა გუნდი ჩავარდეს და თუ ამ ამბავს ახლა წავუყრუებთ, ქართული ფეხბურთის წინაშე ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის უნებლიე თანამონაწილენი გავხდებით! ასე რომ, ვიაქტიუროთ და მოვახერხოთ კიდევ ერთი გუნდის შენარჩუნება!

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ! გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს!" - ვკითხულობთ მიმართვაში.

შევიტყვეთ, რომ აქციას თბილისის "დინამოს" და სხვა ქართული გუნდების გულშემატკივართა ნაწილიც უერთდება. მიუხედავად ფანებს შორის დაპირისპირებისა, ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის ბუნდოვანმა მომავალმა ყველა ერთად დაამწუხრა.

შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, სულ მალე "დილას" დღევანდელი შემადგენლობის შესანარჩუნებლად აქციაც გაიმართოს. იქნებ ამან შედეგი გამოიღოს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბავშვური ოცნების დასასრული - გორის "დილა" იშლება!
მკითხველის კომენტარები / 7 /
კომენტარები (54)
15:33 | 3.05.2013
murmanimurmani (8510)
პასუხის გაცემა

Numersi drogba. gvian gpasuxob. bodishi ar mecala. azri is aqvs rom amit dila daemsgavsa saxls. romelic fundamentis gareshe ashenda. brwyinvaled mortes. tvali gaaxares. guli moatyues. odnav gairya da ufundamento saxlma dashla daiwyo. ichina tavi ara myarma kedlebma da saxlis asashenebeli tanxa tyulad gadayrili agmochnda. Amit ras vavambob. mavani pirovnebis mit umetes danishnuli xelmdzgvanelis xusturebit sheqmnili proeqti ubralo gataceba iyo. gaxsovs sioni? isic xusturebit sheiqmna.gachempionda da autsaiderad iqca.
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:17 | 3.05.2013
akhali (2023)
პასუხის გაცემა
+1

შეუძლებელია პოსტსაბჭოთა სივრცეში კომერციულად მომგებიანი კლუბის არსებობა!ზენიტს-გაზპრომი აფინანსებს,რა რუსი ხალხის ფულით და ძარცვით არ არის შექმნილი?არ აკლდება რუსებს?ლოკომოტივს-რუსეთის რკინიგზა(ჩვენი რკინიგზა ბანკროტია?),რა რუსეთის ბიუჯეტს არ აკლდება?შახტარის ახმეტოვს რა ბაბუამისმა დაუტოვა ქარხნები?და უკრაინელებს არ აკლდებათ
?
პ.ს. 7თვეა ოცნება ხელისუფლებაში-ლაპარაკი-ლაპარაკი,საქმე???რით ვერ დაადგეს ამ ფეხბურთის განვითარების კონცეფციის შემუშავებას თავი?თუ მონდომებულია ადამიანი დაპროფესიონალი ჰა-ჰა ერთი კვირის (ან რა საჭიროა ერთი კვირა?)სამუშაოა!მაგრამ ეტყობა არ უყვართ ფეხბურთი და საერთოდ ალბათ არც საერთო სახალხო-სახელმწიფო გაგება არ გააჩნიათ სამწუხაროდ!მხოლოდ ნაცებს ებრძვიან ,რომ ეშინაით არ დავკარგოთ ხელისუფლებაო,მაგრამ იმას ვერ ფიქრობენ რომ ხალხმა შეიძლება დააკარგინოს,მაგრამ ფიქრობენ კონკურენტი მხოლოდ ნაცები არიან და მშვიდად არიან,ტაქტიკა-ლანძღე ნაცები და მორცა!კიდევ კარგი ესენი არ მოვიდნენ 2003წელს სათავეში ,თორემ დღეს ალბათ საქართველოს ტერიტორია ალბათ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა!
ამ საიტზე ბევრი მომხრე ყავდა ოცნებას!რას გაჩუმებულხართ?შეგაშინეს?...
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:13 | 3.05.2013
levani82 (4058)
პასუხის გაცემა

მარტო დილას გაძლიერება ჩვენ ჩემპიონატს არ ეყოფა. უნდა გაძლიერდეს კიდევ, რამდენიმე გუნდი ერთი 2-3 გუნდი სისტემატურად და ამის მერე კონკურენცია მოიმატებს. "ერთწლიანი" გუნდები ძაან მრავლად გვაქვს
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:11 | 3.05.2013
Torres9(YNWA) (786)
პასუხის გაცემა

http://www.voetbalprimeur.nl/nieuws/item/voetbalprimeur-elftal-vh-jaar-centrumverdedigers

კაშიას მიეცით ხმა ჰოლანდიის საუკეთესო ცენტრალური მცველის გამოკითხვაში
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:06 | 3.05.2013
levani82 (4058)
პასუხის გაცემა

ukleba
გეთანხმები. სახელმწიფოსგან მარტო 1 გუნდი კოლოსალურად არ უნდა ფინანსდებოდეს, მაშ ფოთმა, ბათუმმა ან ბოლნისმა ან კიდევ სხვამ რა დააშავა? დინამო, ტორპედო და ზესტაფონი კერძო კი არის, მაგრამ სახელმწიფოსგან დახმარება მაგათაც უნდა. იგივე რაღაც შეღავათებით
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:10 | 3.05.2013
ukleba (929)
პასუხის გაცემა

მეც მაგას ვამბობ ძმა. თუ ერთი ფინანსდება მშინ სხვებმა რა დააშავეს. ეს იგივეა მამამ ერთ შვილს რომ აჭამოს და მეორე შიმშIლით მოკლას. თუ მანდ პირადი ინტერესები არ არი მაშინ რავი მე ვარ გოიმი და სხვა დანარჩენი მაგრები მარა თუ პირიქითაა რაც მალე დამთავრდება უკეთესი. მე ის იდეაც გავიგე გორი კონფლიქტის ზონაა და მაგიტო კეთდება მაინცდამაინც მანდო. მაგ ლოგიკით მთელი საქაქრთველო კონფლიქტის ზონაა
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:04 | 3.05.2013
Shevche (8063)
პასუხის გაცემა

ისე იძახის ხალხი არ მინდა ჩემი ფულით დილა ფინანსდებოდესო, თითქოს ბიუჯეტში შეტანილი ყოველი კაპიკი იცოდეს სად მიდის და რას ხმარდება. არ ჩადებენ ფეხბურთში და წაიღებენ სახლში. ძაან გააკონტროლებთ. და თქვენ რა ხეირი?
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:07 | 3.05.2013
ukleba (929)
პასუხის გაცემა

მე ნორმალურ ქვეყანაზე ვლაარაკობ და თუ არ გვაქ პრეტენზია რომ ნრმალური ქვეყანა გვქონდეს მაშინ ეგეთი ფეხბურთის ........ მე რა.
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:55 | 3.05.2013
levichcr7 (116)
პასუხის გაცემა

არ მინდა პოლიტიკაზე ლაპარაკი მარა, რაც ეს მთავრობა მოვიდა ხალხს უფრო გაუჭირდა და ყველაფერი გაჩერდა, ერთ ერთი გორის დილაცაა.არ მინდა რომ ესე ვიფიქრო მარა ფაქტია.
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:54 | 3.05.2013
ირაკლი1986 (129)
პასუხის გაცემა

სახელმწიფო დაფინანსებაზე ამიტო არ უნდა იყოს გუნდი ჩემი აზრია
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:51 | 3.05.2013
giorgi1234567891011 (288)
პასუხის გაცემა

http://www.voetbalprimeur.nl/nieuws/item/voetbalprimeur-elftal-vh-jaar-centrumverdedigers ხმა მიეცით გურამ კაშიას რომ გახდეს საუკეთესო მცველი ჰოლანდიაში
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:42 | 3.05.2013
ilari22 (30)
პასუხის გაცემა

არ ყოფილა დილა,მაგრამ ვერ ხდებოდა დინამო 35 ტურით ადრე ჩემპიონი და თუ წინა წლებს გადახედავ ნახავ ვინ იყო ჩემპიონი,მართლა რა ტვინი გაბურგეთ ვანოს ხუშტურებით გაკეთებული გუნდით.მაშინ მეც მოვითხოვ დააპინსონ ჩხირიმელა და გახადონ უძლიერესი კლუბი,დილა დილაა რომ ბურგავთ ტვინებს.
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:50 | 3.05.2013
a.reversi (1751)
პასუხის გაცემა

დინამოს წინა წლებში ეს პირობები და ფული(!!!!!!!!) ჰქონდა??????????
და მაშინ ვინ უწევდა წინააღმდეგობას რუსთავი ახლა მეორე ექვსიანის გუნდია ზესტა დაიშალა და თავიდან ეწყობა ტორპედო ვისოლი "ასპონსორებს" თავისებურად და ეს თავისებური "სპონსორობა" სადამდე ქაჩავს ხედავს ყველა ვიტჯორჯია მეორე ლიგიდან თუ გაუწევს წინააღმდეგობას არ ვიცი მე
დარჩა ჩიხურა 3-0 5-2 წლევანდელი ანგარიშებია თუ იცი კიდევ რომელი გუნდი გაუწევს წინააღმდეგობას მითხარი
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:53 | 3.05.2013
ირაკლი1986 (129)
პასუხის გაცემა

რა დინამოს წელს ტორპედომ არ აჯობა კაცურად მითხარი..
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:58 | 3.05.2013
a.reversi (1751)
პასუხის გაცემა

რაში? 2 ნიჩია და ერთი დინამო
თან მარტო ურთიერთშეხვედრები არაფერის ტორპედოს რესურსი არ ეყოფა მთელი სეზონის ისე ჩასატარებლად როგორც ერთი რომელიმე კონკრეტული პრინციპული მატჩის
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:29 | 3.05.2013
ირაკლი1986 (129)
პასუხის გაცემა

ფრეს გააჩნია მსაჯის დახმარებით.აქაური რესურსი ჯობია ჩვენი ქართველები გავზარდოთ ვიდრე უცხოელებს ვუხადოთ მილიონები კი ბატონო გუნდის უფლებაა მაგრამ უნდა ღირდეს ეგ უცხოელი იმად რომ გუნდს სერიოზულად დაეხმაროს მე ვერ ვხედავ თუნდაც დინამოში ასეთ ლეგიონერებს.
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:41 | 3.05.2013
kut.aia (29)
პასუხის გაცემა

ukleba სად მუშაობ ასეთ ადგილზე 4000 ლარი რომ გაქ ხელფასი :D
ანუ რა გინდა რო თქვა შენ სახელმწიფომ არ უნდა დაააფინანსოს გუნდები? მაშინ მე იმას ვიტყვი შენ არ დაგწყევლი და მანამ მე ვიყო კარგად სანამ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე კერძო ინვესტორები არ დაინტერესდნენ ქართული ფეხბურთით. ხო კიდე ფოთს და ბათუმს რომ ახსენებ ისინი ზღვისპირა ქალაქები არიან და თავს გაიტანენ. ფოთს პორტი დააფინანსებს ბოლო ბოლო მაგრამ გორში რა ქარხანა იცი რო გუნდს უპატრონოს?
[b][/b] [i][/i] [u][/u]
15:06 | 3.05.2013
ukleba (929)
პასუხის გაცემა

ძმაო მე იმას არ ვამბობ რომ სახელმწიფო არ უნდა იდგეს სპორტის გვერდით. ეს სადმე დავწერე? უბრალოდ ძალიან მინდა რომ სპორტის გვერდით დგომა იყოს სწორად განაწილებული და არა ერთ თავკომბალაზე მიმართული. ფაშისტები ხო არ ვართ რა ბოლო ბოლო. ფრანკომ რეალი იმიტო გააკეთა რომ ხალხისთვის მიეცა პური და სანახაობა. გამოყონ 20 მილიონი და გადაანაწილონ ეს 20 მილიონი. კი ბატონო მესმის რომ გოგუას უნდა თვეში 20 000 ხელფასი მარა ჯღანუაშვილმა რა დააშავა რომ მშიერი კვდება? ისიც ფეხბურთელია და შეიძლება არც გოგუაზე ნაკლები იყოს.
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:43 | 3.05.2013
ilari22 (30)
პასუხის გაცემა

სამტრედიის ჩხირიმელამ რა ქნას?ეგ კალაძეს ეხვეცოს?თუ სამტრედიაში ქარხნების ბუმია?
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:50 | 3.05.2013
kut.aia (29)
პასუხის გაცემა

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:39 | 3.05.2013
a.reversi (1751)
პასუხის გაცემა

-ფეხბურთელთა ბირთვი შენარჩუნდება?
-რა თქმა უნდა. აბა, დუბლებით ხომ არ ვითამაშებთ ევროპაში და ხომ არ შევრცხვებით?!
______________________________________________________________________________
::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
******************************************************************************
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:42 | 3.05.2013
a.reversi (1751)
პასუხის გაცემა

ირონიული კაცის სიტყვებს გავს მარა ამის რა ბრალია
[b][/b] [i][/i] [u][/u]
14:38 | 3.05.2013
akhali (2023)
პასუხის გაცემა
+1

გორის დილა საერთოდ ქართული ფეხბურთის და ყველა ქართული კლუბს სჭირდება!კონკურენციისთვის!მნიშვნელობა არ გააჩნია გორისაა თუ სხვა ქალაქის!საერთოდ კარგი იქნებოდა საქართველოს ყველა რეგიონში დილას დონის(ქართლში,კახეთში,იმერეთში,სამეგრელო,გურია,აჭარაში..)კლუბი!
მართალია ის ხალხიც ქვეყნის ბიუჯეტიდან ჩემი გადასახადების ფული რატომ უნდა მოხმარდეს ფეხბურთსო?მე იდეა მაქვს შემდეგი-დროებით დაფინანსდეს,მაგრამ აუცილებლად ყველა რეგიონში კლუბებთან ჩამოყალიბდეს საბავშვო აკადემია(თუ მომავალზე არ ვიფიქრეთ ,მაშინ წყალში გადაყრილი აღმოჩნდება დახარჯული თანხა),თითოეულ ბავშვთან ,ან ალბათ უფრო სწორედ მშობელთან ან უახლოეს ნათესავთან,გაფორმდეს ხელშეკრულება,რომლის თანახმადაც შემდეგში,როცა აღზრდილი პროფესიულ კონტრაქტს ხელს მოაწერს,კეთილი ინებოს და ხელფასის გარკვეული პროცენტი გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში,რაღაც პროცენტი-იმ აკადემიის ანგარიშზე სადაც გაიზარდა,აჭამეს -ასვეს და პროფესიულადაც მოამზადეს!არ ვიცი როგორ შეიძლება ეს იურიდიულად გაფორმდეს ბავშვთან,მაგრამ როცა ბავშვი იცხოვრებს და გაიზრდება აკადემია-ინტერნატში ,რაღაც ხელშეკრულება ხომ ფორმდება?თუ იურიდიულად ეს შეუძლებელია,მაშინ ე.წ. ჯელტმენური შეთანხმება უნდა გაფორმდეს და მომავალში გულშემატკივარმა თუ საქართველოს თითოულმა მოქალაქემ უნდა გაიგოს თუ არღვევს ხელშეკრულების პირობებს...აბა მართლაც რატომ უნდა მოაკლდეს ბიუჯეტს თანხა ფეხბურთელებისთვის და მაშინ სხვა ნებისმიერი პროფესიის მოქალაქემ რა დააშავა?
პ.ს.სსრკ-ის დანგრევით თუ ვინმემ იხეირა ეს ფეხბურთელებმა (ფინანსურად),მაგრამ სამარცხვინოდ შედეგებში ეს არ აისახა!პირიქით ალბათ ყველაზე წარუმატებლები სწორედ რომ ფეხბურთელები გახლავან(სპორტული ტიტულების თვალსაზრისით!)..
akhali
15:41 03-05-2013
0
აუცილებელია ხვალიდელი ტურის შეგნებულად 5-10 წუთით დაგვიანებით დაწყება, ეს ის სიგნალი იქნება რომ ყველა კლუბი თანაუგრძნობს გორის დილას, განსაკუთრებით კი სახელმწიფო კლუბებმა , იგივე გელოდებათ თქვენც დღეს თუ არა ხვალ , სიონი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდის კლუბებს ეხება, დაბადებიდან თბილისელი კაცი ვარ და ვიცი როგორი ძნელია შენს კონკურენტ გუნდს გვერდში დაუდგე, თუმცა ეს ქართულ ფეხბურთს ეხება, თუ მოგწონთ ეს აზრი გთხოვთ გააზიაროთ
puma
20:41 03-05-2013
0

სიახლეები პოპულარული