დუშან უჰრინი: სასიხარულოა, რომ მამაჩემის მიღწევის გამეორება შევძელით

AutoSharing Option
4 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის 30-ე ტურის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელშიც თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" ძლევით (4:0) ჩემპიონობა გაინაღდა, დინამოელთა თავკაცმა დუშან უჰრინმა კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან სასიხარულოა, რომ 5 წლის შემდეგ, როცა მამაჩემის თავკაცობით გახდა "დინამო" ჩემპიონი, ჩვენც შევძელით ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, ჩვენს ერთგულ ფანებს - გლადიატორებს.

მატჩის წინ შევპირდი მათ ლიდერს, რომ ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებდა ამ შეხვედრის მოსაგებად.

ახლა კი მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩზე.

ვისურვებდი, რომ შემდეგ
შეხვედრაზე მეტი მაყურებელი მოვიდეს"
.

თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. დუშან უჰრინის გუნდი, რომელმაც XXIV ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულას მოუყარა თავი, სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსანი გორის "დილასთვის"  (65 ქულა) მიუწვდომელი გახდა.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს ჩემპიონია!
"დილამ", "ჩიხურამ", "ვიტ ჯორჯიამ" და "მერანმა" სტუმრად მოიგეს
მკითხველის კომენტარები / 4 /
მთავარია ლიგაზე გავიდეთ თორემ ამათი ჩემპიონობა :))))))
jora
20:34 05-05-2013
0
მთავარია ევროპაში როგორ გამოვალთ!გუნდი აშკარად გასაძლიერებელია!
akhali
14:45 06-05-2013
0

სიახლეები პოპულარული