თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 4:0 გაიმარჯვა. დუშან უჰრინის გუნდი, რომელმაც XXIV ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 72 ქულას მოუყარა თავი, სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსანი გორის "დილასთვის" (65 ქულა) მიუწვდომელი გახდა.
შედეგად, ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ თბილისის "დინამო" კვლავ საქართველოს ჩემპიონია! ეროვნული პირველობის ისტორიაში ეს "დინამოს" მე-14 ტიტულია.
ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ტურის ტრადიციული სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც "დინამოს" ხუთი ფეხბურთელი
იხილეთ ფოტოგალერეა:
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXX ტური:
დინამო თბ-ტორპედო 4:0 - ჩემპიონს რომ ეკადრება... [VIDEO]
ზუგდიდი-დილა 1-2 - გუნდის გადასარჩენად!
ზესტაფონი-ჩიხურა 1:4 - როგორც იქნა, გაიტანა და.. წააგო
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2 - თითქმის დარჩენილი
კოლხეთი-მერანი 1:2 - მხოლოდ ფედერაციის იმედად
დინამო ბთ-სიონი 1:1 - პრემიერლიგა ზღვისპირეთის გარეშე?