ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"

AutoSharing Option
10 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხვა საკითხებთან ერთად, სხდომის დასრულების შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ისაუბრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" არსებულ სიტუაციასა და კლუბის პრეზიდენტის - ილია კოკაიას გუნდიდან წასვლის შესახებ.

ზვიად სიჭინავა:
"სულ რამდენიმე საათის წინ ფედერაციაში მოვიდა წერილი იმის თაობაზე, რომ ბატონი კოკაია გუნდის დატოვებას აპირებს.

უკვე ვესაუბრე ბატონ ნუგზარ ქამუშაძეს - ზესტაფონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს. 11 მაისს ჩვენ წავალთ ზესტაფონში და ყველას შევხვდებით - კლუბს, გულშემატკივრებს, რეგიონალურ ფედერაციას.

ახლა მოვილაპარაკებთ სამინისტროსთან და ბატონი ლევანიც
ალბათ ჩაერთვება და ერთად შევეცდებით საკითხის მოგვარებას.

ჩვენთვის ყველა კლუბი ერთია და ერთნაირად მნიშვნელოვანი - მუნიციპალურია ის
თუ კერძო.

მე მოვუწოდე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და კიდევ გავიმეორებ, რომ დახმარება უნდა ჰქონდეს ყველა კლუბს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა ფორმით მოხდება - ინფრასტრუქტურის განვითარებით, ერთჯერადი დახმარებით თუ სპონსორულად.

ამას ყველგან ვიტყვი. ჩვენ ყველას ინტერესებს დავიცავთ, რადგან ფედერაციას ეს პირდაპირ ევალება ფიფასა
და უეფასგან.

დიდ პატივს ვცემ ილია კოკაიას. 2004 წლიდან ეს ადამიანი ქართულ ფეხბურთშია და მართლაც უამრავი კარგი საქმე გააკეთა ზესტაფონისთვის, ქვეყნისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის...

ის ჩემი მეგობარია და მინდა, მეგობრულად ვთხოვო, რომ კლუბი არ მიატოვოს.

ჩვენ შევეცდებით, დავაჯეროთ მუნიციპალიტეტი, რომ კლუბს ყველანაირი დახმარება გაუწიოს
."

gff.ge

ასევე იხილეთ:
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
მკითხველის კომენტარები / 4 /
გეხვეწათ კაცი, ნუ მიმიყვანთ აქამდეო და გეშველათ ახლა. ყელში გეჩხირებოდათ და გასაქანს არ აძლევდით.
1111
11:38 11-05-2013
0
ძალიანაც ნუ შეეხვეწებით, იქნებ წასვლა ჯობდეს?
vaxo
15:25 11-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული