"სიონი"-"მეტალურგი" 2:2 დასრულდა და მატჩის შემდეგ გუნდებს შორის არცთუ სასიამოვნო ამბავი მოხდა...
რუსთავის "მეტალურგში" არაერთი საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს. შემტევი შუახაზელი, 28 წლის რევაზ გეწაძე ისეთია, მატჩის ბედის გადაწყვეტა რომ შეუძლია.
გეწაძემ ფეხბურთელის კარიერა "თბილისში" დაიწყო, იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი. რუსთავურ გუნდში 2006 წელს მივიდა, შემდეგ აზერბაიჯანში წავიდა და
გეწაძესთან საუბარი "სიონი"-"მეტალურგის" მატჩით დავიწყეთ...
- ბოლნისელთა უკმაყოფილება, ალბათ, იმან გამოიწვია, რომ "მეტალურგს" ამ ეტაპზე ქულები არ სჭირდება, "სიონისთვის" კი ახლა ყველა ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს და მასპინძლებს მსაჯის მიერ დამატებულ დროში დააკარგვინეთ გამარჯვება...
- ბოლო ტურში "ბათუმს" ვხვდებით და ისეთივე შემართებით ვითამაშებთ, როგორც "სიონთან". ქვედა ექვსეულში ყველა თამაში რომ წაგვეგო, მაინც არ გავვარდებოდით და ამის გამო არ უნდა გვეთამაშა?!
ჩემპიონატის მეორე ეტაპზე უმოტივაციოდ დავრჩით და ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის სჭირდება ქულები და ვის არა - ასე რომ, ბოლო ტურშიც საბრძოლველად გავალთ მოედანზე.
- კონკრეტულად იმ ინციდენტზე რას გვეტყოდი, რომელიც "სიონი" - "მეტალურგის" მატჩს მოჰყვა?
- რაც მოხდა, გასაკვირი არ არის, სატურნირო მდგომარეობის მხრივ "სიონს" ხომ ვერ აქვს საქმე კარგად.
- "სიონთან" შეხვედრაში, როცა ანგარიში 1:1 იყო, კაცნაკლული დარჩით. შემდეგ "სიონი" დაწინაურდა, მაგრამ მიწურულში ათი კაცით მაინც მოახერხეთ ანგარიშის გათანაბრება - ბოლნისელები ამან, ალბათ, კიდევ უფრო გაახელა...
- მობილიზებულნი ვიყავით, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ყველაფერი ასე დაგვიფასდა.
- არცთუ ცოტა ქართულ გუნდში გაურკვევლობაა. ბევრმა არ იცის, რა ბედი ელის დამდეგ სეზონში - ამ მხრივ როგორი ვითარებაა "მეტალურგში"?
- როგორც ვიცი, ყველაფერი ნორმალურადაა და მომდევნო სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. ბოლო პერიოდში "მეტალურგი" სულ მოწინავეთა შორის იყო და 2013-14 წლების სეზონშიც ევროსარბიელზე მოხვედრა იქნება ჩვენი მიზანი.
- მიმდინარე სეზონი დაწყებული იყო, "მეტალურგში" მწვრთნელი რომ შეიცვალა - გიორგი ყიფიანმა რა შემოიტანა გუნდში?
- სწორი ფეხბურთის თამაში - ასეთია მიმართულება, ოღონდაც რასაც მწვრთნელი გვავალებს, ამის სრულფასოვნად განხორციელებას დრო სჭირდება, გუნდის თამაშის ჩამოყალიბება და შედეგის მიღწევა ხომ უცბად არ ხდება.
- აზერბაიჯანში ორი სეზონი გითამაშია - ისევ იქითკენ ხომ არ მიგიწევს გული?
- "მეტალურგთან" კონტრაქტი იანვრამდე მაკავშირებს, მერე კი ვნახოთ...
- ბაქოს "ოლიმპიკი" და "გაბალა" - რა შეგძინა აზერბაიჯანულ გუნდებში თამაშმა?
- რომ ვთქვა, დიდი გამოცდილება შევიძინე-მეთქი, მართალი არ ვიქნები, რაღაც გამოცდილება კი მართლა დავაგროვე. აზერბაიჯანში ჩვენზე ბევრად მაღალი დონე არ არის, მაგრამ ფინანსები მაინც თავისას შვრება. ახლა კიდევ უფრო მეტი ფული იხარჯება აზერბაიჯანულ ფეხბურთში...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი ყიფიანი: ღირსებას ვერ ვუღალატებთ
უმაღლესი ლიგის XXXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სიონი-მეტალურგი 2:2 - ღირსება და წესიერება