გორის "დილამ" ვალები გაისტუმრა და ევროპული გარანტიებიც მიიღო

AutoSharing Option
გორის "დილას" ამბავი გეხსომებათ - შარშან მოღონიერებულ გუნდს წლეულს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ამ ყველაფერს გაურკვევლობაც დაემატა - რა იქნება შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხი არ ჩანდა.

ახლახან კი გორელებს იმედი მიეცათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "დილას" 270 000 ლარი გადაურიცხა. აქედან 250 ათასი ლარი "დილას" იმიტომ ეკუთვნოდა, რომ გუნდი 2012/13 წლების ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო 20 ათასი ლარი - სუპერთასის მატჩში მონაწილეობისთვის.

ამ თანხით კლუბმა სახელფასო დავალიანება გაისტუმრა.

რაც შეეხება მომავალს, როგორც კლუბში გვითხრეს, გორის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ "დილა"
დამდეგ ევროსარბიელზე ღირსეულად გამოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ "დილას" ექნება უცხოური შეკრება და იმის საშუალებაც, რომ ფეხბურთელები შეინარჩუნოს.

როგორც ჩანს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი "დილას" ორი თვე დააფინანსებს, სამერმისოდ კი "დილა", სხვა საბიუჯეტო კლუბები და კერძო გუნდებიც იმას ელოდებიან, თუ რა პროექტს შეიმუშავებენ და განახორციელებენ ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის.

დამდეგი ევროტურნირების კენჭისყრა 24 ივნისს გაიმართება, ივლისის დასაწყისში კი უკვე თამაშებიც დაიქოქება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-ჩიხურა 4:0 - გორელთა ვერცხლის ფინიში [VIDEO]
ბაჩანა არაბული ყველაზე პროდუქტიულია - გოლი ყოველ 35 წუთში
ევროსეზონი ახლოვდება: რას უმზადებს ქართულ კლუბებს წილისყრა
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია კვირკველიას და სალუქვაძესაც დაურიცხეს დავალიანება დილამ.წინ დილაო დილაო დილა
qartveli 28
01:29 21-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული