ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მორიგი საჩემპიონო წოდება "ტორპედოს" ძლევით მოიპოვა, ზეიმი კი გასულ შაბათს, ნამატჩევს გაიმართა.
მატჩს კი საზეიმო ელფერი ნაკლებად დაჰკრავდა. იყო იმის საშიშროებაც, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი "ზესტაფონი" თბილისში საერთოდ არ ჩასულიყო, თუმცა ბოლო მომენტში საამისო სახსრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა გამოჰყო და "დინამო არენაზე" საქართველოს ექს-ჩემპიონი შესუსტებული შემადგენლობით, რამდენიმე დღის უვარჯიშებელი გავი
თავის მხრივ, დინამოელებმა ერთგული გულშემატკივრების გასახარებლად თავი არ დაზოგეს და აქედან გამომდინარე, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა.
იხილეთ ვიდეო
ვფიქრობთ, მსგავსი შინაარსის მატჩის პერიპეტიების აღწერა აზრს მოკლებულია, ანგარიში თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს.
თუკი პირველ ტაიმში "ზესტაფონმა" დედაქალაქელებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწია, შესვენების შემდეგ "დინამოს" საერთოდ ვეღარაფერი დაუპირისპირა.
დუშან უჰრინის გუნდს საგოლე მომენტები ორივე ტაიმში მრავლად ჰქონდა და მასპინძლებს შანსების რეალიზების უკეთესი მაჩვენებელი რომ გამოევლინათ, ორბურთიანი სხვაობითაც გაიმარჯვებდნენ.
როგორც ოქმიდან ხედავთ, "ზესტაფონმა" მთავარი მწვრთნელის გარეშე ითამაშა. კახა კაჭარავასა და მისი ასისტენტის, კახა გოგიჩაიშვილის არყოფნაში გუნდის თავკაცის ფუნქციები დუბლშემადგენლობის მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ შეასრულა.
თავისი საგოლე მონაგარი კიდევ ორი ბურთით შეავსო ჩისკომ. "დინამოს" ესპანელი შემტევი სრულიად დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მის ანგარიშზე 24 გოლია. სნაიპერთა დავაში მეორე ადგილი გაიმყარა მისმა თანაგუნდელმა ჯაბა დვალმა, რომელმაც თავი 20 გოლს მოუყარა.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩისკომ გასულ ჩემპიონატში სამი ბურთი თერთმეტმეტრიანით გაიტანა, დვალს კი პენალტი არ დაურტყამს.
"რევანში, რევანში" - გარკვეული ხნის განმავლობაში "დინამოს" ფან-კლუბი ასე სკანდირებდა და მხედველობაში უთუოდ წინა სეზონში "ზესტაფონში" განცდილი 1:5 ჰქონდა.
ჩემპიონი "დინამო" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დააჯილდოვეს.
"დინამოს" წინ თასის ფინალი ელის, "ზესტაფონისთვის" კი სეზონი დასრულებულია. ისღა დაგვრჩენია, დედაქალაქელებს ევროთასებზე წარმატება, ხოლო ფეროელებს ბრძოლისუნარიანი გუნდის შენარჩუნება ვუსურვოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"