ვალდას ივანაუსკასი: საქართველომ უნდა იამაყოს ამ კლუბით!

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც გორელებმა შინ საჩხერის "ჩიხურა" ანგარიშით 4:0 დაამარცხეს, გუნდისა და გუნდში მისი მომავლის შესახებ ისაუბრა.

- პირველ რიგში, გილოცავთ ვერცხლის მედლებს. საინტერესოა, როგორ შეაფასებთ თქვენ მიერ გაწეულ სამუშაოს გორის "დილაში"?
- ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენი შესაძლებლობებიდან და არსებული პრობლემებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მთლიანობაში, შესანიშნავი სეზონი გამოვიდა.

დავამტკიცეთ, რომ ქართული ფეხბურთი ერთ ადგილზე არ დგას. არიან ტალანტები და პერსპექტიული ფეხბურთელები. კმაყოფილი ვარ სამწვრთნელო შტაბის მუშაობითაც.

მეტის სურვილიც გვქონდა, მაგრამ არსებული პრობლემებიდან
გამომდინარე, ეს მაქსიმუმი იყო, რაც მოხერხდებოდა. მთელ გუნდს ვულოცავ წარმატებას. საქართველომ უნდა იამაყოს ამ კლუბით.

- გუნდის ევროტურნირებისთვის სამზადისზე რას გვეტყვით?
- მომავალზე ვერაფერს გეტყვით, რადგან პრობლემები სულ რაღაც გუშინ გადაიჭრა. ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო. ახლა გამიჭირდება იმაზე საუბარი, თუ რა და როგორ იქნება მომავალში.

- თქვენი კავშირი "დილასთან" სამომავლოდ თუ გაგრძელდება?
- ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. გუნდის პრობლემაც ამაშია, რომ ასეთი საკითხები ჯერ არაა გარკვეული. მე და ფიზმომზადების მწვრთნელმა თომას კლიმეკმა ყველაფერი გავაკეთეთ და დანარჩენს ჩვენ არ ვწყვეტთ.

- რეალური წინადადების შემთხვევაში თუ დარჩებოდით "დილაში"?
- ამ კითხვას კომენტარის გარეშე დავტოვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევ
იხილეთ:
გორის "დილამ" ვალები გაისტუმრა და ევროპული გარანტიებიც მიიღო
დილა-ჩიხურა 4:0 - გორელთა ვერცხლის ფინიში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული