საქართველოს XXIV ჩემპიონატი ციფრებში: ყველგან ჩისკოს აჩრდილია

AutoSharing Option
საქართველოს თასის ფინალიც ჩატარდა და 2012-13 წლების საფეხბურთო სეზონი ჩვენთან უკვე დასრულებულად შეგვიძლია გამოვაცხადოთ.

"ლელო" არც ამჯერად უღალატებს ტრადიციას და უახლოეს ნომრებში XXIV ჩემპიონატის ნომინანტებს წარმოგიდგენთ: ჩვენი გაზეთის ვერსიით, საუკეთესო ფეხბურთელს, საუკეთესო მწვრთნელს, საუკეთესო დებიუტანტს, სეზონის აღმოჩენას, ამპლუების მიხედვით საუკეთესოებს და ასე შემდეგ.

რაღა თქმა უნდა, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებსაც შევადგენთ, თანაც, ამ შემთხვევაში, როგორც ყოველთვის, "უმარტივესი პრინციპით" ვიხელმძღვანელებთ: სეზონის განმავლობაში ვინც ყველაზე მეტჯერ იყო მოხვედრილი "ტურის სიმბოლურ ნაკრებში", სწორედ ის ფეხბურთელები (ამპლუების მიხედვით) დაიმსახურებენ "ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში" დასახელებას.

როგორც უკვე
აღვნიშნეთ, 2012-13 წლების საფეხბურთო სეზონის ნომინანტებს სულ მალე გაეცნობით. მანამდე კი ჩემპიონატში გატანილი ყველა გოლის, დუბლისა თუ ჰეთ თრიქის ავტორი გვინდა წარგიდგინოთ.

სხვათა შორის, პირველი ეტაპის დასრულების მერეც აღვნიშნავდით ამ სეზონის ერთ-ერთ სასიამოვნო ტენდენციას: წინა წლებთან შედარებით, XXIV ჩემპიონატში შედეგიანობამ აშკარად მოიმატა! თავად განსაჯეთ: არცთუ ცოტა იყო ისეთი შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ტურის მაჩვენებელი ერთ მატჩში საშუალოდ 3 გოლი ყოფილა!

არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, რომ ასევე წინა წლებთან შედარებით, შესამჩნევად დაიკლო უგოლო მატჩთა რიცხვმა: ჩემპიონატში (ორივე ეტაპის ჯამში) 192 შეხვედრა ჩატარდა და აქედან მხოლოდ 20 დამთავრდა გულშემატკივართათვის ყველაზე არასასურველი ანგარიშით (ანუ 0:0)...

...პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ საუკეთესო ბომბარდირთა დავაში სამი ფეხბურთელი იყო დაწინაურებული: თბილისის "დინამოს" შემტევს, ჩისკოს 17 გოლი ჰქონდა გატანილი, მის თანაგუნდელს ჯაბა დვალს - 16, "მერანის" თავდამსხმელს, საბა ლომიას კი - 13.

სიმართლე რომ ვთქვათ, არც ველოდით, რომ მეორე ეტაპის მატჩები ბომბარდირთა დავაში სერიოზულ კორექტივებს შეიტანდა და ასეც მოხდა: 32 წლის ჩისკომ 24 გოლით საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა, 28 წლის ჯაბა დვალი 20 გოლით მეორე ადგილზე გავიდა, 22 წლის საბა ლომია კი 16 გოლით მესამე საფეხურზე დარჩა.

ჩისკოსა და დვალის ასეთი შედეგიანი თამაში ვის უნდა გაჰკვირვებოდა, რასაც ვერ ვიტყვით საბა ლომიაზე: ამ სეზონამდე უმაღლეს ლიგაში 2 გოლი რომ ჰქონდა გატანილი და ახლა კი ასეთ პროგრესს მიაღწია.

... პირველ ეტაპზე 4 შემთხვევა იყო, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელმა კონკრეტულ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. სამწუხაროდ, მეორე და გადამწყვეტ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ჰეთ თრიქი ვნახეთ: საქართველოს ჩემპიონატში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებულმა კოკა მიკუჩაძემ ("სიონი") მარტვილის "მერანთან" შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

სამაგიეროდ, გამორჩეულად თვალშისაცემი იყო დუბლის მატება: პირველ ეტაპზე 132 მატჩი ჩატარდა და 31 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელმა კონკრეტულ მატჩში 2 გოლი გაიტანა. მეორე ეტაპზე კი 60 შეხვედრა გაიმართა და დუბლიც 21-ჯერ შესრულდა!

აღსანიშნავია, რომ ამ "კატეგორიაშიც" ჩინებული მაჩვენებელი აქვს ჩისკოს: ჩემპიონატის მართლაც გამორჩეულმა ფეხბურთელმა ექვსჯერ შეძლო დუბლის შესრულება!

ნურც ბესიკ ჩიმაკაძეს დავუკარგავთ გარჯას: 24 წლის ფორვარდმა ერთი დუბლი პირველ ეტაპზე შეასრულა, როცა "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა, სამი კი - მეორე ეტაპზე, ოღონდ ამჯერად უკვე ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელმა. სხვათა შორის, ჩიმაკაძეს მართლაც "უნიკალური" შედეგით შეუძლია იამაყოს: "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო ბომბარდირიც გახდა და ბათუმის "დინამოსიც"!

მთლიანობაში, ამ ჩემპიონატში დუბლი 35-მა ფეხბურთელმა შეასრულა და ზემონახსენები ჩისკოსა და ჩიმაკაძის გარდა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გვინდა ცალკე გამოვყოთ.

უპირველეს ყოვლისა - ამპლუით... მცველებს ვგულისხმობთ: 32 წლის დავით ოდიკაძეს, 24 წლის გულვერდ თომაშვილსა და 21 წლის ლაშა შერგელაშვილს.

დაბოლოს, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზეც: ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა გორის "დილას" შემადგენლობაში ოთხი არასრული მატჩი ჩაატარა და ...5 გოლი გაიტანა! ეგ კი არა, 19 წლის არაბულმა ორჯერ დუბლის შესრულებაც შეძლო!..

XXIV ჩემპიონატის ყველა გოლი
დინამო (თბილისი) - 88
ჩისკო - 24, ჯაბა დვალი - 20, მიკელ ალვარო - 14, ლევან ხმალაძე - 9, გიორგი მერებაშვილი - 7, პეტერ გრაიციარი - 4, გივი კვარაცხელია - 3, კარლეს კოტო - 1, უსტარიცი - 1, გიორგი გველესიანი - 1, არჩილ ტვილდიანი - 1, რობერტინიო - 1, ვლადიმერ ვოსკობოინიკოვი - 1, ალექსანდრე ინწკირველი ("მეტალურგი", - საკუთარ კარში).

დილა - 60
ირაკლი მოდებაძე - 11, ნათან ჟუნიორი - 7, ბაჩანა არაბული - 5, რომან ახალკაცი - 4, ლაშა გვალია - 3, გულვერდ თომაშვილი - 3, გიორგი კახელიშვილი -3, გიორგი ონიანი - 3, გოგიტა გოგუა - 2, მათე ვაწაძე - 2, მიხეილ გორელიშვილი - 2, დავით კვირკველია - 2, ირაკლი კლიმიაშვილი - 2, სანდრო გურული - 2, კახა ალადაშვილი - 1, ლაშა სალუქვაძე - 1, გიგა ბეჭვაია - 1, ზურაბ არზიანი - 1, გიორგი ილურიძე - 1, ლეონარდო - 1, გიორგი აბურჯანია - 1, ვალერიან კაციტაძე - 1, გია ჩადუნელი ("კოლხეთი" - საკუთარ კარში).

ტორპედო - 57
ნიკა საბანაძე -10, გიორგი ბერიაშვილი - 9, გიორგი კუხიანიძე - 7, ელგუჯა გრიგალაშვილი - 6, გრიგოლ დოლიძე - 5, გიორგი დათუნაიშვილი - 4, ბექა ტუღუში - 4, გიორგი ფანცულაია - 3, ნიკა ფირცხალავა - 2, ლაშა შერგელაშვილი - 2, მერაბ გიგაური - 1, ვალერი ბოლქვაძე - 1, ზაზა ჭელიძე - 1, ალექსანდრე კვახაძე - 1, მამია გავაშელიშვილი - 1.

ჩიხურა - 49
დავით ოდიკაძე - 8, დავით კირკიტაძე -7, ნიკა კვასხვაძე - 7, ბესიკ დეკანოიძე - 6, რევაზ გოცირიძე - 4, გაგა ჩხეტიანი - 3, თეიმურაზ შარაშენიძე - 2, ედიკ საჯაია - 2, ლაშა ჩიკვაიძე - 2, ლევან ბაკურაძე - 1, ვაჟა ლომაშვილი - 1, დავით დიღმელაშვილი -1, ნიკა გუშარაშვილი - 1, ჯაბა ბერიანიძე - 1, გიორგი რეხვიაშვილი - 1, ლაშა კასრაძე ("ვიტ ჯორჯია" - საკუთარ კარში), გივი ქარქუზაშვილი ("მერანი", - საკუთარ კარში).

ზესტაფონი - 35
თორნიკე გორგიაშვილი - 7, რატი წინამძღვრიშვილი - 4, ლევან შარიქაძე - 3, შოთა ბაბუნაშვილი - 3, ბოტი გოა - 3, ალექსი ბენაშვილი - 2, მიხეილ სარდალიშვილი - 2, ზურაბ მენთეშაშვილი - 2, თორნიკე აფციაური - 1, თეიმურაზ ღონღაძე - 1, პატრიკ მილხრაუმი - 1, თედო გრიგალაშვილი - 1, თორნიკე გრიგალაშვილი - 1, იგორ იელიჩი - 1, გიორგი კაჭკაჭიშვილი - 1, ოთარ კვერნაძე - 1, ბერდია შარვაძე - 1

დინამო (ბთ) - 39
ბესიკ ჩიმაკაძე - 7, მიხეილ ჯორბენაძე - 6, ნიკა დიასამიძე - 4, ამირან მუჯირი - 3, თორნიკე ბერიძე - 3, სანდრო გურული - 3, ალექსანდრე ბაციკაძე - 2, ვაჟა ქორიძე - 2, ირაკლი ცნობილაძე - 2, გიგა ჟვანია - 2, ალექსანდრე კოშკაძე - 1, გელა გოგიტიძე - 1, კარენ მაკარიანი - 1, დათა სიჭინავა - 1, ივან ტიმჩიშინი - 1.

ზუგდიდი - 31
ირაკლი ქობალია - 7, გიორგი გაბედავა - 6, შოთა ლომია - 3, დავით გამეზარდაშვილი - 3, ზვიად სიხარულია - 3, ლევან კუტალია - 2, ალექსანდრე კოშკაძე - 1, დავით ბოლქვაძე - 1, დაჩი ფოფხაძე - 1, როინ ონიანი - 1, ირაკლი ეხვაია - 1, გიორგი ლაშქარავა - 1, ირაკლი კვეკვესკირი ("დინამო", ბათუმი", - საკუთარ კარში).

მერანი - 31
საბა ლომია - 16, მამუკა ტორონჯაძე - 3, გიგა ამბროლაძე - 2, ვალერი იობაშვილი -2, ნოდარ ნოზაძე - 2, ლაშა კუჭუხიძე - 2, გიორგი რეხვიაშვილი - 1, გივი დიდავა - 1, პაპუნა ფონიავა - 1, გელა გოგიტიძე ("დინამო", ბათუმი, - საკუთარ კარში).

სიონი - 31
რევაზ ჯიქია - 6, კოკა მიკუჩაძე - 4, დავით სვანიძე - 4, ლადო ახალაია - 3, გიორგი მანწკავა - 2, ვლადიმერ უგრეხელიძე - 2, ვილი ისიანი - 1, ირაკლი ლექვთაძე - 1, ირაკლი კლიმიაშვილი - 1, პაველ ჰაიდუჩეკი - 1, გიორგი ცხადაია - 1, ჯაბა უგულავა - 1, გიორგი ქუცურუა - 1, გიორგი ფეიქრიშვილი - 1, გიორგი ჭანკოტაძე - 1, გიორგი ჭედია - 1.

მეტალურგი - 29
ირაკლი სიხარულიძე - 8, დიმიტრი ტატანაშვილი - 7, ზვიად ლობჯანიძე - 3, გიორგი მიქაბერიძე - 2, რევაზ გეწაძე - 2, გოგა ფიფია - 2, რომან ახალკაცი - 1, დენის დობროვოლსკი - 1, გიორგი ქავთარაძე - 1, ანზორ სუხიაშვილი - 1, დავით ჯანელიძე - 1.

ვიტ ჯორჯია - 25
ბესიკ ჩიმაკაძე - 5, ელგუჯა ლობჯანიძე - 4, ლევან კუხალეიშვილი - 2, ლაშა გაბრიჭიძე - 2, ირაკლი ღიბრაძე - 2, გურამ ადამაძე - 2, გიორგი ჯანელიძე - 2, გიორგი ვასაძე - 2, გურამ გურეშიძე - 1, გიორგი კორიფაძე - 1, ჯემალ გოგიაშვილი - 1, ოთარ ჯავაშვილი - 1.

კოლხეთი - 22
შალვა კვანტალიანი - 5, პავლე დათუნაიშვილი - 3, პაატა ცხვიტარია - 2, გიორგი ბუხაიძე - 2, ომარ გოგონაია - 2, ილია პავლიაშვილი - 1, ჯემალ გაბუნია - 1, თემურ ფარულავა - 1, ზამირ ჯანაშია - 1, როსინი - 1, ალექსანდრე ქორჩილავა - 1, ნიკა სიჭინავა - 1, ალექსანდრე ინწკირველი ("მეტალურგი", - საკუთარ კარში).

ჰეთ თრიქი
ჯაბა დვალი - თბილისის "დინამო" - კოლხეთი" 5:0 (IV ტური)
მიხეილ ჯორბენაძე - ბათუმის "დინამო" - მერანი" 4:0 (VII ტური)
ჩისკო - თბილისის "დინამო" - ჩიხურა" 5:2 (XVIII ტური)
საბა ლომია - "მერანი" - კოლხეთი" 4:0 (XX ტური)
კოკა მიკუჩაძე - "სიონი" - "მერანი" 3:1 (XXVII ტური)

დუბლი
ჩისკო (თბილისის "დინამო") - 6, ბესიკ ჩიმაკაძე ("ვიტ ჯორჯია", ბათუმის "დინამო") - 4, ჯაბა დვალი (თბილისის "დინამო") - 3, საბა ლომია ("მერანი") - 3, ნათან ჟუნიორი ("დილა") - 3, ირაკლი მოდებაძე ("დილა") - 2, ბაჩანა არაბული ("დილა") - 2, გიორგი მერებაშვილი (თბილისის "დინამო") - 2, ლევან კუტალია ("ზუგდიდი") - 1, მათე ვაწაძე ("დილა") - 1, რევაზ გოცირიძე ("ჩიხურა") - 1, რევაზ ჯიქია ("სიონი") - 1, დავით ოდიკაძე ("ჩიხურა") - 1, ლაშა შერგელაშვილი ("ტორპედო") - 1, ირაკლი ქობალია ("ზუგდიდი") - 1, რატი წინამძღვრიშვილი ("ზესტაფონი") - 1, ნიკა საბანაძე ("ტორპედო") - 1, მიკელ ალვარო (თბილისის "დინამო") - 1, გულვერდ თომაშვილი ("დილა") - 1, გიორგი გაბედავა ("ზუგდიდი") - 1, ელგუჯა გრიგალაშვილი ("ტორპედო") - 1, თორნიკე ბერიძე (ბათუმის "დინამო") - 1, დავით კირკიტაძე ("ჩიხურა") - 1, ირაკლი სიხარულიძე ("მეტალურგი") - 1, ნიკა დიასამიძე (ბათუმის "დინამო") - 1, რომან ახალკაცი ("დილა") - 1, დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი") - 1, ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა") - 1, გიორგი ბერიაშვილი ("ვიტ ჯორჯია") - 1, ვლადიმერ უგრეხელიძე ("სიონი") - 1, შალვა კვანტალიანი ("კოლხეთი") - 1, გრიგოლ დოლიძე ("ტორპედო") - 1, გიორგი ფანცულაია ("ტორპედო") - 1, თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი") - 1, პეტერ გრაიციარი (თბილისის -"დინამო") - 1.

გოლები სხვადასხვა გუნდში
ბესიკ ჩიმაკაძე - 12 ("ვიტ ჯორჯია" - 5, ბათუმის "დინამო" - 7)
რომან ახალკაცი - 5 ("დილა" - 4, "მეტალურგი" - 1)
სანდრო გურული - 5 ("დილა" - 2, ბათუმის "დინამო" - 3).
ირაკლი კლიმიაშვილი - 3 ("დილა" - 2, "სიონი" - 1)
ალექსანდრე კოშკაძე - 2 ("ზუგდიდი" - 1, ბათუმის "დინამო" - 1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანური გამოცემა "მარკა" თბილისის "დინამოსა" და ჩისკო მუნიოსზე [VIDEO]
რომან ფი­ფია: ჩის­კო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს სჭირ­დე­ბა და დროა, შან­სი მივ­ცეთ
ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული