ილია კოკაია საზღვარგარეთაა, "ზესტაფონის" მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანია

AutoSharing Option
"ზესტაფონიდან" არასასიამოვნო სიახლეებია, რომელთა შესახებაც კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სერგო ფუტკარაძემ გვაცნობა.

"როგორც შევიტყვეთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური პროგრამის ფარგლებში უმაღლესი ლიგის კლუბებს 1,5-1,5 მილიონი ლარი გამოეყოფათ, მაგრამ არა ყველას - სავარაუდოდ, აღნიშნულ დახმარებას მხოლოდ საბიუჯეტო კლუბები მიიღებენ; კერძო კლუბების საკითხი კი ჯერჯერობით ღიად არის დარჩენილი.

მათ მხოლოდ ჩემპიონატის საპრიზო ფონდიდან შეიძლება ჰქონდეთ თანხის მიღების იმედი.

აქედან გამომდინარე, სპორტის მინისტრის მიერ ზესტაფონში მოცემული დაპირების შესრულება უკვე არარეალური ხდება. შესაბამისად, კიდევ უფრო ბუნდოვანია "ზესტაფონის" მომავალი.

ვინაიდან კერძო ინვესტორის მხარდაჭერის იმედი აღარ გვაქვს, ერთადერთი
გამოსავალი მუნიციპალური დაფინანსებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ზესტაფონი" არსებობას შეწყვეტს",
- გვითხრა ფუტკარაძემ.

ცნობისთვის, კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია საზღვარგარეთაა და "ზესტაფონში" დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ კლუბს ზურგს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გაუმაგრებს.

როგორც ფუტკარაძემ გვითხრა, კლუბთან კონტრაქტი შეუწყდა ყველას, მინდვრის რამდენიმე მომვლელის გარდა. უახლოეს დღეებში "დავით აბაშიძის" სტადიონს, ალბათ, ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდება.

ყოველივე ამის ფონზე, რა თქმა უნდა, სრულიად უადგილოა საუბარი "ზესტაფონის" უახლოეს გეგმებზე, შეკრებასა და ახალი სეზონისთვის მზადების დეტალებზე.

"ზესტაფონის" გულშემატკივრები კი ჩვეული შემართებით განაგრძობენ ბრძოლას და კლუბის გადარჩენას ყველა შესაძლო გზით ცდილობენ. მათ ბოლო შეხვედრა ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ქავთარაძესთან გამართეს, რომელმაც ქომაგებს პრობლემის მოგვარებისთვის ბრძოლა აღუთქვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-ზესტაფონი არ ჩაიშლება - ლევან ყიფიანი ზესტაფონს ესტუმრა
”ზესტაფონი”: გვინდა შეგახსენოთ, რომ ეს სწორედ ის ლევან ყიფიანი გახლავთ...
ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ილია კოკაიამ მუნიციპალიტეტს "ზესტაფონის" გადაცემის წერილით მიმართა
ისევ ილია კოკაია და მორიგი ნაღმი: ამას ვერც წარმოვიდგენდი...
მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოში ყბელაზე დაბალი გადასახადებია!ევროპაშის ქვეყნებში 50-68%მდე!აუწიეთ ამ ბიზნესმენებს და საერთოდ დაწესდეს პროგრესირებადი სკალა...
მაგრამ მაშინ ინვესტორები დავივიწყოთ...,,პალკა დვუხ კონცახ
akhali
18:48 28-05-2013
0
ამან ხო გატ...კა რა თუმიდიხარ წად თუარადა ჩამოდი ამზესტაფონში შეხვდი ხალხს დაელაპარაკე ამან უფრო არიცის რახდება ვიდრე სხვამ
dato
16:31 28-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული