მოგეხსენებათ, "გურია" ბიუჯეტიდან ფინანსდება. გამგებელი სპონსორის მოსაძიებლად უკრაინაში გაემგზავრა და "გურიის" საკითხებზე საქმიან შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა ხარკოვის "მეტალისტის" თავკაც სერგეი კურჩენკოს და "გურიის" ექს-მწვრთნელს, ამჟამად უკრაინის ნაკრების თავკაც მიხეილ ფომენკოს. ასევე, დაესწრო უკრაინა-კამერუნის ნაკრებების შეხვედრას.
"ვიყავი კიევის "დინამოს" ბაზაზე, რომელიც უნიკალურია ყველანაირად. ასევე, გახლდით ნაკრების ბაზაზე კონჩე-ზასპაში, სადაც ეროვნული გუნდის თავკაც მიხეილ ფომენკოს შევხვდი. მე ის
მასთან ერთად გავიხსენეთ ის დრო, როცა "გურიაში" მუშაობდა. გრიგოლეთის ბაზაზეც ვისაუბრეთ. მისი მოწყობის შემთხვევაში ჩვენთან უკრაინული გუნდები ჩამოვლენ. ყველანაირად დამპირდა მხარდაჭერას, რაც შეუძლია.
"გურიის" სპონსორის თაობაზე შეხვედრებს განვაგრძობ. ფომენკომდე "მეტალისტის" პრეზიდენტს და ფედერაციის წარმომადგენლებს შევხვდი.
უფრო დაწვრილებით, როცა საქართველოში დავბრუნდები, მაშინ ვისაუბროთ. ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე შეხვედრა დაგეგმილი და არ მსურს, წინასწარ ვილაპარაკო დეტალებზე", - გვითხრა ზაზა ურუშაძემ, როცა მას უკრაინაში შევეხმიანეთ.
შეგახსენებთ, რომ "ლელოსთან" ინტერვიუში ლანჩხუთის გამგებელმა უკვე განაცხადა, რომ მაქსიმალურად ეცდება სპონსორის პოვნას, თუმცა აქვს ალტერნატიული ვარიანტიც და ლანჩხუთის კლუბს არაფერი გაუჭირდება.
ზაზა ურუშაძე საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდება და ექსკლუზიურ ინტერვიუსაც დაგვპირდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხმაური, წიოკი და დაკა-დაკა - პოლიტიზირებული ფეხბურთი ლანჩხუთში
11-წლიანი მოლოდინის დასასრული - ლანჩხუთის "გურია" დაგვიბრუნდა!