სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!

AutoSharing Option
5 ივნისს სფფ-ში უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე 8 კლუბის: "დინამო თბილისის", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", "მეტალურგის", "სიონის", "ზუგდიდის", "მერანისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუ მათ სახელმწიფოსგან 2-2 მილიონი ლარი ისევე არ შეხვდებათ, როგორც ეს გორის "დილას" შემთხვევაში მოხდა.

Sportall.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა, რომლის თანახმად, კერძო კლუბები ცალკე ჩემპიონატს ჩაატარებენ.

აქვე გთავაზობთ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სერგო ფუტკარაძის კომენტარს სფფ-ში გამართულ შეხვედრასა და კლუბში
არსებულ მდგომარეობაზე.

"სასია
მოვნოა, რომ კლუბები ერთ აზრამდე მივიდნენ. მთავარია სამართლიანი პოზიცია და იმ შეთხვევაში, თუ სახელმწიფომ თანაბრად არ დააფინანსა ჩემპიონატში მონაწილე კლუბები, 8 გუნდი ტურნირში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თანადგომისთვის. შეიძლება ითქვას, შეხვედრით მორალურად კმაყოფილები დავრჩით, რადგან სამართლიანი პოზიცია დაფიქსირდა.

რაც შეეხება "ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობას, პერსონალის უმეტესი ნაწილი დათხოვნილია, რადგან მათ კონტრაქტები დაუსრულდათ. გაუცემელია ორი თვის ხელფასები, არ გვაქვ
ს დენი.

პერსონალის მცირე ნაწილ
ი, შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობს და შეძლებისდაგვარად უვლის მოედანს. მზიანი ამინდების გამო ერთხელ სახანძროს გამოძახებაც კი დაგვჭირდა, რომ მოედანი მოგვერწყა.

ასევე, ძალიან გვეხმარებიან გუნდის გულშემატკივრები".


ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადება გარიგებულ მატჩებზე
საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?
მკითხველის კომენტარები / 8 /
2 მილიონის საფასურს თუ თამაშობთ ერთი საინტერესოა. აბა თქვენ იცით საბოლოოდ დაასამარეთ ქართული ფეხბურთი...
m.m.m
09:04 06-06-2013
0
ს ლ ე ო ბ აააააააა ყველაფერი- სასაცილო ისაა რო ესეთ მდგომარეობაში არავინ იცის რა უდა ვქნათ
zvigeni
02:05 06-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული