სოსო ფრუიძე: გაურკვევლობაში ვართ, ევროთასები კი კარს მოგვადგა

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" წლეულს ევროთასებზე პირველად ითამაშებს. გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა, ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება კი ეროვნული თასის ფინალში გასვლით მოიპოვა.

სეზონის დასრულების შემდეგ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე იმედოვნებდა, რომ გუნდს გააძლიერებდა, მაგრამ ქართულ ფეხბურთში არსებულმა კრიზისულმა ვითარებამ ყველა გუნდის გეგმები არია - გამონაკლისები არც საჩხერელები არიან.

ფრუიძეს ბოლო დღეებში გავრცელებულ ხმებზე დავეკითხეთ, თითქოს, "ქართუ ჯგუფმა" "ჩიხურას" დაფინანსება შეუმცირა.

"ჩვენ წარმატებას "ქართუ ჯგუფის" დახმარებით მივაღწიეთ. სწორედ ამ ჰოლდინგის დამსახურებაა, საჩხერეში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რომ გაუმ
ჯობესდა და გუნდი გაძლიერდა.

არსებობს სტადიონის პროექტი და იმედია, მშენებლობის საკითხი მალე გადაწყდება.

"ქართუ ჯგუფი" გუნდის დახმარებას კვლავაც აგრძელებს. კატასტროფულ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ. წლის დასაწყისში 2,14 მილიონი ლარი გამოგვიყვეს, საიდანაც 1,3 უკვე დაიხარჯა, მაგრამ არ ვიცით, დანა
რჩენი ფინანსები ევროთასებამდე ძლიერი გუნდის დასაკომპლექტებლად საკმარისი იქნება თუ არა.

ასე რომ, არსებული თანხებიდან უნდა გამოვიდეთ, თუ სეზონის დაწყებამდე რაიმე არ შეიცვალა",
- ამბობს ფრუიძე.

საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა გაურკვევლობის მიზეზები დააასახელა:

"წლეულს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ვითამაშებთ და სეზონის დასრულების მერე გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობდით. გვსურს, რომ ევროპის ლიგაზე საჩხერის გუნდს ღირსეული დებიუტი ჰქონდეს, მომავალ ჩემპიონატშიც კარგად გამოვიდეს და ხალხი გაახაროს.

გაძლიერება უფრო ნახევარდაცვასა და შეტევაში გვჭირდებოდა, დაცვაში კი ერთი მცველის აყვანა გვსურდა, მაგრამ ქართულ ფეხბურთში შექმნილი ვითარების გამო გაურკვევლობაში ვართ. ჯერ ისიც არ ვიცით, არსებულ შემადგენლობას შევინარჩუნებთ თუ არა, ვის დავიმატებთ და ვის გავუშვებთ.

გუნდს "ქართუ ჯგუფი" ინახავს, მაგრამ დამატებითი თანხები ვერ მოვიძიეთ. კარგი იქნება, სახელმწიფო უმაღლესი ლიგის გუნდებს 2 მილიონს მართლა თუ დაურიცხავს. ასე ყველანი ბევრად უკეთ ვიქნებით".


სოსო ფრუიძე ამბობს, რომ გუნდების უმრავლესობა ასეთ მდგომარეობაშია:

"ასე თუ გაგრძელდა და დამატებით არ დაგვაფინანსებენ, შარშანდელი შემადგენლობის შენარჩუნებაც გაგვიჭირდება და უეფაზე იმ სიძლიერის გუნდი არ გვეყოლება, ჩვენი გულშემატკივარი რომ იმედოვნებს.

კონტრაქტი მხოლოდ 2-3 მოთამაშეს აქვს, ყველა დანარჩენს დაუსრულდა. ჯერჯერობით წასვლის სურვილი არავის გამოუთქვამს, მაგრამ გაურკვევლობის გამო ფეხბურთელებს ახალ ხელშეკრულებებს ვერ ვთავაზობთ.

გეგმაში გვაქვს უცხოეთში შეკრების მოწყობა და საკონტროლო თამაშების გამართვა, მაგრამ ჯერ ვარჯიშის დაწყების დროც არ ვიცით.

დაფინანსებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება. ახლა კი ფეხბურთელებს მხოლოდ სამი გუნდი იმატებს - თბილისის "დინამო", გორის "დილა" და რუსთავის "მეტალურგი". სხვა ყველა გაჩერებულია და საფიქრალი გაგვჩენია - დაგვაფინანსებს თუ არა სახელმწიფო.

არადა, ევროთასები კარს მოგვადგა და გადაწყვეტილება საჩქაროდაა მისაღები"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: წელსვე დაფინანსების ილუზია არავის შეიძლება ჰქონდეს
საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ
მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ ვერ გადავაქცევთ ქართულ ფეხბურთს ბიზნესად, მანამდე ასე გაურკვევლობაში ვიქნებით. ამისათვის საჭიროა:
1. სამართლიანი და მიუკერძოებელი მსაჯობა.
2. შემტევი და ლამაზი ფეხბურთის თამაში.
3. ტელევიზიების და სტადიონზე დამსწრე მაყურებლების გაზრდა, სხვადასხვა გათამაშებებით..
Georgi
12:32 10-06-2013
0
ჩემო სოსო,რა მნიშვნელობა აქვს გაძლიერდებით თუ არა,ანდა გახვალთ თუ არა ევრიპაზე, შედეგი მაინც 0-ი იქნება.მასე დაფინანსებას არა მარტო ფეხბურთი,არამედ ყველა დარგი ითხოვს,რა სხვები არ უნდა დაფინანსდნენ?არაა ეს ჩვენი საქმე და დიდად ნუ მოვიკლავთ თავს ფეხბურთისთვის,ჯერ ქვეყანა გადავარჩინოთ და მერე მივხედოთ ფეხბურთს.
roma
12:59 10-06-2013
0

სიახლეები პოპულარული