Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარცხენა მცველად დავით კვირკველია აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა მცველად გორის "დილას" ფეხბურთელი დავით კვირკველია (54.3%) დაასახელეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემპიონატის რჩეული ცენტრალური მცველისთვის ხმა სამი დღის განმავლობაში მიეცა. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 1183-მა ადამიანმა მიიღო.

მეორე ადგილზე საჩხერის "ჩიხურას" ფეხბურთელი გიორგი რეხვიაშვილი გავიდა, რომელმაც გამოკითხულთა ხმების 17.2% მიიღო.

მკითხველთა ხმები ასე განაწილდა:

დავით კვირკველია (დილა) - 642
გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა) - 204
თეიმურაზ ღონღაძე (ზესტაფონი) - 160
პატრიკ მილხრაუმი (დინამო) - 98
ანზორ სითუაშვილი (მეტალურგი) - 79

შეგახსენებთ, რომ Sportall.ge
საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს საიტის მკითხველთა ვერსიით შეადგენს.

გამოკითხვა ფეხბურთელთა კონკრეტული ამპლუის (საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მარცხენა მცველის, საუკეთესო ცენტრალური მცველის და ა.შ.) მიხედვით ჩატარდება და თითო პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რედაქციის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან მკითხველი საუკეთესოს შეარჩევს.

ამა თუ იმ პოზიციაზე საუკეთესოს გამოსავლენად მკითხველებს ხმის მიცემა 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა სვეტში განთავსებულ გამოკითხვაში.

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოებად გივი კვარაცხელია და გიორგი ონიანი აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარჯვენა მცველად გიორგი სეთურიძე აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გიორგი ლორია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
მკითხველის კომენტარები / 3 /
კვირკვეეეეეეეეეე მაგარი ხააააააააააააააააააარ!!!
0
კვირკვეეეე უმაგრესი ხაააააააარ!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული