კლუბის პრეზიდენტმა, ბატონმა ლევან ფხაკაძემ თავდაპირველად გუნდის ახალ კურსზე ისაუბრა; გია გეგუჩაძის თაოსნობით, მადლობა გადაუხადა ყოფილ სამწვრთნელო შტაბს თითქმის 2-წლიანი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ "ტორპედო" უფრო მაღალ მიზნებს ისახავს, ვიდრე წინა წლებში.
მიკროფონთან სიტყვით გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილიც გამოვიდნენ, რომლებმაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შემდეგ კი ახალწვეული ფეხბურთელების წარდგენაც დაიწყო.
მაშ ასე, მაისურის ნომრის შესაბამისად, გთავაზობთ წარდგენილ ახალწვეულებს: #25 ბაჩო
პრეზენტაციას არ ესწრებოდა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ლუკა ზარანდია, რომელიც ახალი სეზონიდან ასევე ქუთაისური გუნდის მაისურს მოირგებს.
წარდგენის ოფიციალურ ნაწილს ალა ფურშეტი მოჰყვა.
fctorpedo.ge