გელა სანაიამ 14 ივნისს რუსთავის "მეტალურგი" ოფიციალურად ჩაიბარა

AutoSharing Option
უმაღლესი სამწვრთნელო განათლების მქონე 34 წლის სპეციალისტმა "მეტალურგი" 14 ივნისს ოფიციალურად ჩაიბარა.

პროლიცენზიის მქონე მწვრთნელმა რუსთავურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გელა სანაიასთვის ეს მესამე გუნდია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში უხელმძღვანელებს. "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელობამდე სანაია თბილისის "ლოკომოტივს" და "სამტრედიას" თავკაცობდა. გელა სანაიას ასისტენტობას გია ჯმუხაძე გაუწევს.

გელა სანაიამდე "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი ყიფიანს ეკავა. მას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. "მეტალურგი" მადლობას უხდის გიორგი ყიფიანს და მის თანაშემწეს გიორგი დეკანოიძეს გაწეული სამუშაოსთვის.

fcm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული