"გელა სანაიამ "შევარდენი 1906" 2018 წლის იანვარში ჩაიბარა და დასახული მიზანი - ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნება - პირნათლად შეასრულა.
უკან მოტოვებულ ურთულეს სეზონში სანაიას ხელმძღვანელობით "შევარდენი 1906"-მა ასპარეზობა მე-6 პოზიციაზე დაასრულა და მომავალ ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება 4 ტურით ადრე მოიპოვა.
ჩვენი კლუბისთვის პატივი იყო ისეთ გამოცდილ სპეციალისტთან მუშაობა, როგორიც გელა სანაიაა.
მადლობას ვუხდით სამწვრთნელო შტაბს გაწეული
ჯერჯერობით კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. გულშემატკივრებისთვის გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი." - ვკითხულობთ "შევარდენის" ოფიციალურ განცხადებაში.