პროლიცენზიის მქონე მწვრთნელმა რუსთავურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გელა სანაიასთვის ეს მესამე გუნდია, რომელსაც უმაღლეს ლიგაში უხელმძღვანელებს. "მეტალურგის" მთავარ მწვრთნელობამდე სანაია თბილისის "ლოკომოტივს" და "სამტრედიას" თავკაცობდა. გელა სანაიას ასისტენტობას გია ჯმუხაძე გაუწევს.
გელა სანაიამდე "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელის პოსტი გიორგი ყიფიანს ეკავა. მას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. "მეტალურგი" მადლობას უხდის გიორგი ყიფიანს და მის თანაშემწეს გიორგი დეკანოიძეს გაწეული სამუშაოსთვის.
fcm.ge