დავით კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, 32 წლის მარცხენაფლანგელი დავით კვირკველია დაბრუნდა.

დავით კვირკველიამ საფეხბურთო კარიერა ფოთის "კოლხეთში" დაიწყო, ჩვენი გუნდის ღირსებას 2002-04 წლებში იცავდა და 63 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.

მას სხვადასხვა დროს უთამაშია ვლადიკავკაზის "ალანიაში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ყაზანის "რუბინში", მახაჭყალის "ანჟიში", ბერძნულ "პანიონიოსში", კვიპროსულ "ანორთოსისში"... მისი ბოლო კლუბი კი გორის "დილა" იყო, სადაც 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

დავით კვირკველია: "კოლხეთის" შემდეგ ჩემი სპორტული კარიერა
"დინამოში" დაიწყო და "დინამო" ვერ იქნება ჩემთვის რიგითი გუნდი.

"დინამოში" მოხვედრა თითოეული ფეხბურთელის ნატვრა იყო და არის. არსებული ამბიციის გათვალისწინებით, დღეს განსაკუთრებით საამაყოა აქ თამაში.

მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის და ვიმედოვნებ, რომ იმედების გამართლებას შევძლებ"
.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაია გამიხარდა, ეგ ქონდა შედარებით სუსტი წეტილი დინამოს დაცვის მარცხენა ფლანგი
შაკო
15:43 17-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული