მიკელ ალვარო: "დინამოდან" წასვლა არ მსურდა, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" მომავალი სეზონისთვის მზადება დაიწყო და ავსტრიაში გაემგზავრა. ცნობილი გახდა, რომ კლუბიდან მიკელ ალვარო სალაზარი წავიდა, რომელსაც კონტრაქტი დაუსრულდა - ესპანელი ნახევარმცველი კარიერას ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს.

ალვარო "დინამოს" საკვანძო ფიგურა იყო, გადამწყვეტი გოლებიც გაუტანია და ბევრმა იფიქრა - აზერბაიჯანში უკეთესი პირობების გამო წავიდაო.

მიკელ ალვარო ქართველ მეგობრებს შემდეგი განცხადებით დაემშვიდობა:

"დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი შემიწყდა. გუნდიდან გულნატკენი მივემგზავრები, რადგან მრავალი ადამიანისგან, განსაკუთრებით, "გლადიატორებისგან" უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი.

სამწუხაროა, რომ "დინამო" უკვე ჩემი კარიერის განვლილი ეტაპია. ეს ორი წელი მე და
ჩემს ოჯახს კარგად გაგვახსენდება და ძალიან მოგვენატრებით.

ჩემს ახალ კლუბზე მალე გაცნობებთ".

მიკელ ალვაროს კომენტარი ჩამოვართვით:

"მომხდარით ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. დიახ, ბაქოს "ინტერში" წავედი, მაგრამ ჩემი სურვილი "დინამოში" დარჩენა და კონტრაქტის ორი წლით გაგრძელება იყო.

"ინტერის" მიერ შემოთავაზებულ ხელფასზე ნაკლებსაც დავთანხმდებოდი.

"დინამოს", თბილისისა და ქართველების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა გამიჩნდა, თითქოს, ჩემი მეორე სახლი გახდა, მაგრამ მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გუნდი ჩემი დატოვებით დიდად დაინტერესებული არც იყო",
- ამბობს ალვარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიკელ ალვარო თბილისის "დინამოდან" წავიდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
არავისაც არ მოიყვანენ ამაზე უკეთეს პროსტააა სიღორეა რა გინდაც 35 ათასი ორ წელში 70 ათასი რა იქნებოდა ? კოტოს ქონდა მაგდენი ცოტა ნაკლები რა პროსტა ფიფიას ყავს მაგარი ცუდი მრჩევლები
lasha
02:57 21-06-2013
0
კარგით რაა !
dato 2
23:24 20-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული