მიკელ ალვარო თბილისის "დინამოდან" წავიდა

AutoSharing Option
დინამოელები მომავალი სეზონისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობენ. დედაქალაქელები 19 ივნისს, გამთენიისას, ავსტრიაში ჩაფრინდნენ და ქალაქ მაირჰოფენში დაბინავდნენ.

აქვე გეტყვით, რომ კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და თბილისის "დინამოს" დატოვება გადაწყვიტა მიკელ ალვარომ, რომელიც კარიერას ბაქოს "ინტერში" გააგრძელებს.

"დინამო" ავსტრიაში, სავარაუდოდ, ოთხ სპარინგშეხვედრას გამართავს:

20 ივნისი:
"დინამო" (კიევი)

23 ივნისი:
"შახტარი" (დონეცკი)

27 ივნისი:
"კლუჟი" (რუმინეთი)

30 ივნისი:
"კრასნოდარი" (რუსეთი)

ავსტრიულ შეკრებაზე დინამოელთა მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იქნება:

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა, ლევან ტყეშელაშვილი;
მცველები: გივი კვარაცხელია, გიორგი შაშიაშვილი, დავით
კვირკველია, გიორგი სეთურიძე, დარკო გლიშიჩი, გიორგი გველესიანი, სანდრო გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, უსტარიცი, დავით ხურცილავა;
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, პეტერ გრაიციარი, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ლექვთაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი მიქაბერიძე;
თავდამსხმელები: ჩისკო, ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, ლაშა შინდაგორიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

armsport.am: როგორ დაესხნენ თავს ქართველები სომეხ გულშემატკივრებს [VIDEO]
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
დავით კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორები ცნობილია
დუშან უჰრინი: არ ვფიქრობ, რომ ქართველებს განსხვავებული მენტალიტეტი გაქვთ
რომან ფიფია: არ ვითამაშებთ იმ ქალაქში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
მკითხველის კომენტარები / 5 /
აუ რა გამიტყდა! კარგით რა უბრალოდ სირცხვილია და უნამუსობაა ფანებს არაფერს არ ეკითხებიან სატრანსფერო პოლიტიკის სფეროში გაუშვეს 2 კაპიკი დაენანათ დინამოს ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელზე? რომელოც ნებისმიერ საშუალო დონის გუნდს დახატავდა თან სად მიდის ბაქოს ინტერში ასეთ დონის ფეხბურთელებს ვუშვებთ და მარტო იმაზე ვართ ორიენტირებულები ვინმე გავაძროთ თავისუფალი აგენტი!
რაღაც მაინც და მაინც არ მგონია სიმართლე იყოს რომ ალვარომ კატეგორიული გადაწყვეტილება მიიღო კლუბი დაეტევობინა კოტოზეც ეგრე გვითხრეს ფანებს კოტომ აღარ გააგრძელა კონტრაქტიო ალვარო ალბათ იმასაც გააცნობიერებდა საიდან სად მიდის წავა ინტერში ინგლისური იციანთუ არა საკითხავია მაგარი *** ხალხია აქ რომ დარჩენილიყო თუ რამე გვერდში ჩისკო ეხოლებოდა და სხვა დინამოელებიც დინამოს ლიგაზე გასვლის პერსპექტივა აქვს და საკვალიფიკაციოზე რომ ითამაშებდა უფრო მეტი წესიერი გუნდის სკაუტი დააკვირდებოდა ასეთ შემთხვევაში ძნელად სავარაუდოა რომ ალვაროს აღარ სურდა დინამოში დარჩენა
იტოკში მაგარს გვაბოლებენ ფიქრობენ რომ როგორღაც შევეგუებით და იასნად შევეგუებით ვაი ჩვენს პატრონს
0
რას აკეთებენ დინამოს უფროსობა საუკეთესოს ვერ ინარჩუნებენ და როგორ წავლენ ევროზე?სირცხვილია გვატყუებენ როგორც პოლიტიკოსები.აზერები ხახოლები რუსები ბელარუსები თუნდაც მოლდაველები საუკეთესოს ყიდულობენ ჩვენ? როდემდე!?
gaga
13:26 19-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული