ალვარო "დინამოს" საკვანძო ფიგურა იყო, გადამწყვეტი გოლებიც გაუტანია და ბევრმა იფიქრა - აზერბაიჯანში უკეთესი პირობების გამო წავიდაო.
მიკელ ალვარო ქართველ მეგობრებს შემდეგი განცხადებით დაემშვიდობა:
"დღეს თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი შემიწყდა. გუნდიდან გულნატკენი მივემგზავრები, რადგან მრავალი ადამიანისგან, განსაკუთრებით, "გლადიატორებისგან" უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი.
სამწუხაროა, რომ "დინამო" უკვე ჩემი კარიერის განვლილი ეტაპია. ეს ორი წელი მე და
ჩემს ახალ კლუბზე მალე გაცნობებთ".
მიკელ ალვაროს კომენტარი ჩამოვართვით:
"მომხდარით ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. დიახ, ბაქოს "ინტერში" წავედი, მაგრამ ჩემი სურვილი "დინამოში" დარჩენა და კონტრაქტის ორი წლით გაგრძელება იყო.
"ინტერის" მიერ შემოთავაზებულ ხელფასზე ნაკლებსაც დავთანხმდებოდი.
"დინამოს", თბილისისა და ქართველების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა გამიჩნდა, თითქოს, ჩემი მეორე სახლი გახდა, მაგრამ მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება შემომთავაზეს და შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გუნდი ჩემი დატოვებით დიდად დაინტერესებული არც იყო", - ამბობს ალვარო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიკელ ალვარო თბილისის "დინამოდან" წავიდა