ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ბევრი ნიჭიერი ბავშვი ვერ ახერხებს ფეხბურთში ვარჯიშს. მათ მშობლებს არ აქვთ იმის დრო და საშუალება, რომ შვილი სხვა უბანში ატარონ საფეხბურთო წრეზე, მათ უბანში კი ეს არ ხერხდება.
დღეს თბილისის ორი უბნის მოედნებზე არსებულ სიტუაციაზე გიამბობთ.
პირველი უბანი თბილისის ზღვაზე მდებარეობს და მას ყოფილ კადეტთა კორპუსში არსებული დევნილთა დასახლება ეწოდება. იქ აფხაზეთიდან დევნილი 240 ოჯახი ცხოვრობს, მთლიანად თბილისის ზღვის შემოგარენში კი ამ
"აფხაზეთი" მცირეწლოვან ბავშვებზეა ორიენტირებული, რადგან პატარა მოედანი აქვს და მოზარდებს მაქსიმუმ 11 წლამდე შეუძლიათ იქ თამაში. შემდეგ სხვა საფეხბურთო სკოლაში გადასვლაა საჭირო, რისი საშუალებაც უმეტეს მათგანს არ აქვს და ნიჭიერ ბავშვებს ისღა დარჩენიათ, ფეხბურთელობაზე ოცნებას შეეშვან.
კადეტთა კორპუსის ბინადრები ყველანაირად ცდილობენ, ან სახელმწიფო ბიუჯეტის, ან კერძო სპონსორის მეშვეობით, "აფხაზეთის" მოედანი გააფართოონ და ამით თავიანთ შვილებს ადგილზე ვარჯიშის პერიოდი გაუხანგრძლივონ.
ცნობისთვის, კადეტთა კორპუსში საამისოდ ტერიტორია არსებობს, მაგრამ მიზეზთა გამო, პროექტის განხორციელება ვერ ხერხდება. დევნილები მაინცდამაინც თანამედროვე ხელოვნური საფრის დაგებას არ ითხოვენ, მათთვის ისიც საკმარისი იქნება, თუ მიწის მოედნის მოწყობა მოხერხდება, რომლის ხარისხის გაუმჯობესებაზეც თავად იზრუნებენ.
"წარმოიდგინეთ, "აფხაზეთში" ყოველთვიური გადასახადი მხოლოდ 20 ლარია და ბევრს ესეც უჭირს.
მერწმუნეთ, ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს და თუ მათზე არავინ იზრუნებს, პერსპექტიული ფეხბურთელების ნაცვლად, პოტენციურ უმუშევრებს ან უარესი, დამნაშავეებს მივიღებთ.
გაჭირვების გამო ამ ბიჭებს ისედაც ბევრი კომპლექსი ჩამოუყალიბდათ და თუ მათი სატკივარი გულთან არავინ მიიტანა, ნამდვილი ტრაგედია იქნება", - ამბობს ემზარ ნარმანია.
ძველი თაობის გულშემატკივრებმა კარგად იციან "ფეიქარის" სტადიონის შესახებ, სადაც ისეთი სახელოვანი ფეხბურთელები დაოსტატდნენ, როგორებიც ალექსანდრე ჩივაძე, ვლადიმერ გუცაევი, ძმები მაჩაიძეები და გიორგი ნემსაძე არიან.
საბჭოთა წყობილების დასრულების შემდეგ იქაურობა გაპარტახდა და ტერიტორიის საკმაო ნაწილი გაიყიდა. მოედანი მაინც შენარჩუნდა და დღეს იქ საფეხბურთო კლუბი "ნაძალადევია" (ხელმძღვანელი დავით სხიერელი, რომლის თანამოაზრეც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ჟანი ლეჟავაა).
მოედნის ხარისხი არასახარბიელოა, ამიტომაც "ნაძალადევს" ბევრი აღსაზრდელი არ ჰყავს.
"არ უნდა დაიკარგოს ის ტრადიციები, რაც ამ მოედანს აქვს. წლებია, მის გადასარჩენად ვიბრძვით და ამ მონდომებამ ამაოდ არ უნდა ჩაიაროს.
ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო ან კერძო ინვესტორი მხარში დაგვიდგება და მოედანზე თანამედროვე ხელოვნური საფარი დაიგება. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თბილისში კიდევ ერთი წარმატებული საფეხბურთო კერა გაჩნდება", - გვითხრა სხიერელმა.
ამ პროექტის მხარდასაჭერად "ფეიქარზე" ჩატარდა ქართველი მწვრთნელისა და ვეტერანი ფეხბურთელის, კახა კაჭარავას სახელობის ტურნირი 2002-03 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის, რომელშიც "ლოტკინმა" (მწვრთნელები - გიორგი მელიქიშვილი, გურამ დოლიძე) გაიმარჯვა. მეორე ადგილზე "წყნეთი" გავიდა, მესამეზე - "ნორჩი დინამო".
დასახელდნენ ტურნირის რჩეულნი: საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა ნონიაშვილი (ლოტკინი), მეკარე - ნიკა ქარდავა, მცველი - გიორგი ალავიძე, ნახევარმცველი - გიორგი გლოველი (სამივე - ნორჩი დინამო), ბომბარდირი - გიორგი ბურდული (წყნეთი). საუკეთესო თავდამსხმელად ნიკა ჩუბინიძე (ლოტკინი) აღიარეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"