გუცაევი რეალში არშემდგარი ტრანსფერისა და კვარაცხელიას შესახებ EFE-ის ესაუბრა

AutoSharing Option
პოპულარული ესპანური გამოცემა "EFE" ლეგენდარულ ქართველ თავდამსხმელ ვლადიმერ გუცაევს "რეალის" შეთავაზებასა და არშემდგარ ტრანსფერზე ესაუბრა:

"1981 წელს პოლიტიკამ და "ვოლგამ" თბილისის "დინამოს" თავდამსხმელ ვლადიმერ გუცაევს "რეალის" ისეთ ვარსკვლავებთან ბარტერში შეუშალა ხელი, როგორებიც ხუანიტო და სანტილიანა იყვნენ.

"გაოგნებული და ამავე დროს, ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, მაშინდელ საბჭოთა კავშირში არსებული სიტუაციის გამო ეს შეუძლებელი გახლდათ", - გვითხრა გუცაევმა საქართველოს დედაქალაქში მოცემულ ინტერვიუში.

"დინამოს" მიერ ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგების 40 წლისთავის წინ გუცაევმა, რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა და გმირობა ჩაიდინა, "სანტიაგო
ბერნბეუს" ტურნირი
გაიხსენა.

კონტრაქტის გაფორმების უშედეგო მცდელობა

"დინამო" "რეალთან" 2:4 დამარცხდა, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და შტილიკესთან და კამაჩოსთან თავისი დიადი კლასი აჩვენა.

"მე ვთვლი, რომ მართლაც კარგი მატჩი ჩავატარე. დღემდე მახსოვს, როგორ კარგად ითამაშეს დელ ბოსკემ და შტილიკემ. ჩვენ დავმარცხდით, თუმცა რატომღაც ესპანელებმა ჩემში რაღაც დაინახეს", - ამბობს ის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა ფეხბურთელს აცნობა, რომ მადრიდელები მისი სამსახურით დაინტერესდნენ.

"მან მითხრა, რომ ისინი მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ", - აღნიშნავს ვლადიმერი.

შურისძიების შიში

გუცაევმა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი იყო, კარგად იცოდა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მისთვის და მისი ოჯახისთვის დასავლურ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებას.

"წინადადებას რომ დავთანხმებულიყავი და ესპანეთში დავრჩენილიყავი, "დინამო" და საქართველოში ჩემი ნათესავები დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. შეიძლება სამშობლოს მოღალატედაც კი გამოვეცხადებინეთ", - განმარტავს გუცაევი.

ფეხბურთელმა შეთავაზებაზე მადლობა გადაუხადა, უარი განუცხადა და თქვა, რომ სიყვარული სამშობლოსა და გულშემატკივრებისადმი ხელს უშლიდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის დატოვებაში.

ადრე საბჭოთა ხელისუფლებამ "რეალში" გადასვლის უფლება ლეგენდარულ ლევ იაშინს არ მისცა.

"ვოლგა" და ხუანიტოსა და სანტილიანასთან გაცვლის შეთავაზება

გუცაევი აღიარებს, რომ მადრიდელ მენეჯერთა გადასარწმუნებლად "საინტერესო" მიზეზის მოგონება მოუწია:

"მათ ვუთხარი, რომ სამშობლოში მარტო ოჯახი კი არა, არამედ საყვარელი ავტომობილი (ვოლგა) მელოდა. ესპანელები კარგა ხანი ცდილობდნენ გაეგოთ, ეს რა მანქანა იყო, რომელთანაც განშორება არ შემეძლო".

საუკეთესი საბჭოთა ავტომობილი "ვოლგა" მაშინ 16 ათასი რუბლი ღირდა, ეს კი იმ დროს დიდი თანხა იყო. გუცაევი თვეში 360 რუბლს გამოიმუშავებდა, თუმცა მნიშვნელოვანი გოლების გატანისას პრემიებსაც იღებდა. მაგალითად, როდესაც 1979 წელს თბილისში ჩემპიონთა თასზე "ლივერპული" ნოკაუტში ჩააგდეს (3:0).

ერთადერთი პრივილეგია საბჭოთა ფეხბურთელებისთვის იმაში მდგომარეობდა, რომ მანქანის შესაძენად რიგში დგომა არ უწევდათ.

"იმედგაცრუებულმა მენეჯერებმა ტრანსფერის განხორციელების კიდევ ერთ ცდას მიმართეს - სანტილიანაში ან ხუანიტოში გაცვლას. ჩვენ ამ ვარიანტზეც უარი ვთქვით, თუმცა ესპანელები ვერ მიხვდნენ, რატომ", - იხსენებს გუცაევი.

გამოტოვებული ესპანეთის მსოფლიოს ჩემპიონატი

გუცაევმა თბილისის "დინამოში" თამაში გააგრძელა, რომლის შემადგენლობაში 1979 წელს საბჭოთა ლიგის ჩემპიონი გახდა, მაგრამ 1982 წელს ესპანეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს.

"ესპანელები გაკვირვებულები იყვნენ, ამბობდნენ: "რა მაღალი დონისანი უნდა ყოფილიყვნენ საბჭოთა ფეხბურთელები, როდესაც თვით გუცაევი არ იხმეს". ეს ძალიან განვიცადე".

ის ამბობს, რომ მაშინ საბჭოთა ლიგა ძალიან ძლიერი იყო და ვალერი ლობანოვსკის კიევის "დინამოს" გამოყოფს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ევროპაში ტელევიზიით სსრკ-ის ჩემპიონატის მატჩებს არავინ უყურებდა.

"ასე რომ არ ყოფილიყო, კიევის "დინამო" ევროპაში მნიშვნელოვან ტურნირებს ვერ მოიგებდა. მე დღესაც ვამაყობ მოპოვებული თასების მფლობელთა თასით. ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენეთ, თუ როგორ შეუძლიათ პატარა საქართველოს ფეხბურთელებს თამაში. 40 წლის შემდეგ, დღესაც მაჩერებენ ქუჩაში, რათა მადლობა გადამიხადონ", - აღნიშნავს ვლადიმერი.

კიდევ ერთი ქართველი ოცნებობს მადრიდზე

გუცაევი ქართული ფეხბურთის მომავალს ოპტიმიზმით უყურებს, უფრო იმიტომ, რომ ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლი აქცენტს შემტევ ფეხბურთზე აკეთებს, რაც ქართველებს სისხლში აქვთ:

"ესპანეთს, რომელიც ახალ გუნდს აყალიბებს, თითქმის მთელი მატჩი თანაბრად ვეთამაშეთ".

ის დარწმუნებულია, რომ ახალი ქართველი ვარსკვლავი, "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ისეთ დიდ გუნდში განახორციელებს ნახტომს, როგორიც "რეალია":

"ხვიჩა ჩემს თავს მაგონებს. დიდი პოტენციალი გააჩნია: სისწრაფე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი და რაც მნიშვნელოვანია, ფეხბურთით ცხოვრობს. ბურთთან ერთად იღვიძებს და იძინებს".

კვარაცხელიამ გოლის გატანით ესპანელებს აგრძნობინა, რომ ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლიგაში საასპარეზოდ მზადაა.

ხვიჩათი რამდენიმე ევროპული გუნდია დაინტერესებული, ხოლო თავად "რეალის" გულშემატკივარია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთმა დაგლოცოთ ბატონო ვოვა!!!
svanski
18:55 11-05-2021
0
ჩემპიონები 1978 წელს გავხდით!!! ვოვამ ბოლო თამაშში მოსკოვის "ტორპედოსთან" სასწაული, ზღაპრული, ულამაზესი... გოლი გაიტანა... სამწუხაროდ, ის ვიდეო კადრი, ალბათ აღარ არსებობს.
tngh
15:56 11-05-2021
0

სიახლეები პოპულარული