სამზადისი. ბოლნისის "სიონი": თუ გაწვიმდა...

AutoSharing Option
ზედიზედ ორი სეზონია, ბოლნისის "სიონი" ბოლო ტურში ახერხებს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას; არადა, თუნდაც გასულ სეზონში "სიონს" ისეთი შემადგენლობა ჰყავდა, აუტსაიდერობას რომ არ იმსახურებდა.

თუმცა, ამ მხრივ, ბოლნისელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ხოლმე: აღარც გვახსოვს ისეთი სეზონი, "სიონის" შემადგენლობაში ერთდროულად რამდენიმე ცნობადი ახალწვეული რომ არ გამოჩენილიყო.

ამ ქვემოქართლურ გუნდს კიდევ ერთი "უცნაურობაც" ახასიათებს: ჩემპიონატს სხვა ფეხბურთელები იწყებენ, მეორე ეტაპზე კი თითქმის გადახალისებულ შემადგენლობას ვხედავთ ხოლმე. ალბათ, ასეთი არასტაბილური სატრანსფერო პოლიტიკაც უნდა იყოს "სიონის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობების უმთავრესი მიზეზი.

არადა, არცთუ შორეულ წარსულში გუნდი
საქართველოს ჩემპიონიც იყო, ერთხელ "ოქროს მატჩში" იასპარეზა და თასის ფინალისტიც ყოფილა.

ახალი სეზონისათვის ბოლნისური გუნდის მიზანი რა იქნება, ჯერჯერობით უცნობია, - ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, ფინანსებზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მზადებას, გუნდს პირველი ვარჯიში 20 ივნისს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ვარჯიშის დაწყების წინ ბოლნისში კოკისპირული წვიმა მოსულა და "სიონის" სამწვრთნელო შტაბმა ვარჯიშის გადადება გადაწყვიტა.

როგორც "სიონის" პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილმა გვაცნობა, გუნდის მთავარ მწვრთნელს არმაზ ჯელაძეს ფეხბურთელებთან კრება ჩაუტარებია.

რაც შეეხება გუნდში მომხდარ ცვლილებებს, თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა ირაკლი ლექვთაძე (რომელიც "სიონში" იჯარით თამაშობდა), ირაკლი კლიმიაშვილი რიგის "სკონტოში" გადავიდა, წინა სეზონის მეორე ეტაპის ერთ-ერთი წარუმატებელი შენაძენი, 23 წლის გალ საპირო სამშობლოში, ისრაელში დაბრუნდა; კონტრაქტები დაუმთავრდათ გიორგი მანწკავასა და ვაჟა ნემსაძეს, ხოლო სერგი ორბელაძე, სავარაუდოდ, რუსთავის "მეტალურგში" გააგრძელებს კარიერას.

რაც შეეხებათ პოტენციურ ახალწვეულებს, ვარჯიშში მონაწილეობა უნდა მიეღოთ 23 წლის შემტევს გიორგი ჯოხაძეს (ბოლო სეზონი პირველი ლიგის "ზოოვეტში" გაატარა) და 22 წლის მარცხენა მცველს გიორგი ლემონჯავას (ცხინვალის "სპარტაკიდან"); ამ ორი ახალგაზრდის გარდა, "სიონში" ორი გამოცდილი ფეხბურთელის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ: 33 წლის ზურაბ ბათიაშვილსაც უთამაშია ადრე ბოლნისში და 36 წლის ალექსანდრე გოგობერიშვილსაც.

ბათიაშვილი ბოლოს "მეტალურგში" ასპარეზობდა, გოგობერიშვილმა კი უდიდესი წვლილი შეიტანა, "გურიამ" უმაღლესი ლიგის საგზური რომ მოიპოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბოლნისის ”სიონი” - მუდმივი ცვალებადობა
ბოლნისის "სიონში" ივო შუშაკის მოწვევაზე ფიქრობენ
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიონსში რაც ლადო ბურდული მივიდა მდგომარეობა უფრო გაუარესდა კორუფციის მხრივ, დაიწყო ფულების აგება და ჭამა, ტვიტონ მწვრთნელებთან შეთანხმებით აკეთებს ამას ლადო ბურდული, მოშორდეს იქაურობას ამას წერს ადამიანი ვინც ზუსთად იცის იქ რაც ხდება, ვუშველოთ ხალხნო ქარ/ტულ ფეხბურთს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე გაეთრიოს ეგ ლადო ბურდული რა დარჩა მაგას ბონილში მივიდა ფულების სა?ჩმელად უსირცხვილოდ და უნამუსოდ
qomagi
20:28 21-06-2013
0
ალბათ შენ გინდოდა "ბოლნისში მისვლა და არ მიგიღეს "Qომაგო". დაანებე თავი ამ გუნდს ძლივს მართლაც საბრძოლველად შემართული პატიოსანი მწვრთნელები ჰყავს გუნდს . სწორედ მათ გადაარჩინეს ბოლნისი გავარდნას და მთელი გულით ცდილობენ გუნდის დაყენებას.ბოლნისელებო არ მივცეთ საშუალება ბოროტ ადამიანებს ისევ აურიონ კვრლაფერი. წარმატებებს გისურვებთ მწვრთნელებო და ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელებო
cicino
13:23 04-07-2013
0

სიახლეები პოპულარული