"გაგრამ" მზადება დაიწყო, "ლოკერენი" ოვონიკოკოს იტოვებს

AutoSharing Option
"გაგრამ" სეზონისთვის მზადება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური ვერ მოიპოვა და კვლავ პირველში იასპარეზებს, რომელიც ძველებურად, ორ ჯგუფად გაიყოფა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ჯელაძემ შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები იხმო: გიორგი დობორჯგინიძე, ალექსანდრე ადამია, გიორგი გადრანი, ნუგზარ ხოჯაშვილი, თამაზ ჯიშკარიანი, გიორგი ალავიძე, გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი თურმანიძე, ირაკლი ფიფია, ბეჟამინ ტეიდი, ჯონ ჯერემია, უმარ მაგაჯი, ავთანდილ მუსელიანი, დავით ვოლკოვი, ცოტნე მოსიაშვილი, რუსლან კაკუბავა, თენგიზ ფერცელიძე, რატი ცაცკრიალაშვილი, მათე სიჭინავა, ნიკა მაგრაქველიძე, ალექსანდრე მეფარიძე, თემურ მიქაშავიძე.

25 ივნისს ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს,
1 ივლისამდე კი ფიზიკურ მომზადებასა და ტესტებში მოემზადებიან. 2-25 ივლისს გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და საკონტროლო მატჩებს გამართავს, 27 ივლისიდან 11 აგვისტომდე შეკრების მეორე ეტაპი დაიწყება, სეზონი კი - 20 აგვისტოს შემდეგ.

"ლელო" უკვე წერდა, რომ "გაგრას" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი აბაიომი სეუნი ოვონიკოკო ბელგიურ "ლოკერენში" ისინჯებოდა. ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

სავარაუდოდ, ქართული პასპორტის მქონე 20 წლის ნიგერიელი ამ კლუბში ნახევარწლიანი იჯარით ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს მოქალაქე აბაიომო სეუნ ოვონიკოკო ბელგიურ "ლოკერენში"?!
"გაგრა" გამოცდილებს შეელია და დუბლშემადგენლობის მოთამაშეების იმედზეა
აბაიომი სეუნ ოვონიკოკო საქართველოს ნაკრებში? გამორიცხული არაფერია
აბაიომი ოვონიკოკო: მიყვარს "გაგრა" და საქართველო
აბაიომი ოვონიკოკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ისევ მინდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული