რავაზ არველაძე: ფედერაცია სახელმწიფოს ფულს არ უნდა შეეხოს

AutoSharing Option
არსებობს თუ არა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, ან თუ მიმდინარეობს მასზე მუშაობა, რა სტადიაშია სახელმწიფოსა და ფეხბურთის ურთიერთობა?

საზოგადოებაში ეს კითხვები ყოველდღიურად გაისმის, მაგრამ პასუხი უცნობია.

ამის შესახებ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, რევაზ არველაძეს ჩამოვართვით.

"სახელმწიფო მოწადინებულია, რომ ფეხბურთს დაეხმაროს. მაგრამ ზერელედ ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება.

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს გააზრებული, დროში გაწერილი, დავითვალოთ თითოეული თეთრი, კლუბებისა და ფედერაციის ვალდებულებები.

პროგრამა სერიოზული განხილვის შემდეგ უნდა მივიღოთ. აქ სიჩქ
არე გაუმართლებელი იქნება, დღეს გვინდა და ხვალ დავამტკიცოთ, საქმე ასე არ გამოვა.

მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა: თუ სახელმწიფო კლუბებს დააფინანსებს, აქ ფედერაცია არ უნდა მონაწილეობდეს არც თანხის გამტარის და არც სხვა როლში. ოღონდ, კლუბებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ მოთამაშეებს დააზღვევენ, უპატრონებენ დუბლშემადგენლობებს, სამი ასაკის ჭაბუკთა გუნდებს, იზრუნებენ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და თანამედროვე მენეჯმენტით მუშაობას ისწავლიან.

ინვესტორისთვის საინტერესო მხოლოდ ის კლუბი იქნება, რომელსაც აქვს სტადიონი, ბაზა, მოთამაშეთა გარკვეული რაოდენობა, ჰყავს მაღალკვალიფიციური მწვრთნელები და მენეჯერები.

სპონსორთან მისვლა და დახმარების თხოვნა გამოსავალი არ არის - ზედმეტად ფულის ხარჯვა არავის სიამოვნებს, თუ ბიზნესად ვერ აღიქვამს".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევაზ არველაძე სფფ-ის პრეზიდენტობაზე ფიქრობს
რევაზ არველაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული