სოსო ფილია: მერის შვილი არ ვათამაშე და "კოლხეთიდან" გამიშვეს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "კოლხეთის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სოსო ფილია ფოთის მერს, დავით სარსანიას ზეწოლაში ადანაშაულებს და სამსახურიდან განთავისუფლებას სასამართლოში აპროტესტებს.

სოსო ფილიას განცხადებით, ქალაქის მერმა მისი დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება ანგარიშსწორების მიზნით მიიღო, რადგან დავით სარსანიას შვილს ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდა.

"ქალაქის მერს, დავით სარსანიას, თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჰქონდა პრეტენზია, რადგან მისი შვილი ირიცხებოდა გუნდში და არ ვაყენებდი ძირითად შემადგენლობაში.

აქედან გამომდინარე, მან მითხრა, რომ მოიყვანდა ისეთ მწვრთნელს, რომელიც 90 წუთი ათამაშებდა მის შვილს. ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და მე გამიშვა
გუნდიდან.

ჩვენ არ ვეთანხმებით ამ მოსაზრებას და აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში",
- აცხადებს სოსო ფილია.

მთავარ მწვრთნელთან ერთად, დაკავებული თანამდებობები დაატოვებინეს მის თანაშემწეებსაც.

სოსო ფილიას დათხოვნის საკუთარი არგუმენტები აქვს, ფოთის მერს, დავით სარსანიას. იგი გუნდის ცუდ შედეგებზე და კონტრაქტის ვადის ამოწურვაზე საუბრობს.

"სოსო ფილიამ ჩაიბარა გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში იყო. მან ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ფაქტობრივად, გუნდმა 18 თამაშიდან, თვრამეტივე წააგო.

აქედან გამომდინარე, გუნდი გადავიდა პირველ ლიგაში. გარდა ამისა, ბატონ ფილიას დაუმთავრდა კონტრაქტი.

მე ყველა თამაშს ვესწრებოდი, მაგრამ არასდროს, ვიმეორებ, არასდროს მე მისთვის არ მითხოვია და მიბრძანებია, რომ ჩემს შვილს თუნდაც 5 წუთი ეთამაშა",
- განაცხადა ფოთის მერმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

interpressnews.ge


ასევე იხილეთ:
ზაზა ინიაშვილი: ფოთის სურვილია, "კოლხეთი" უმაღლესში დავაბრუნოთ
და რა ელის ფოთის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?
მკითხველის კომენტარები / 4 /
პილია ჯიგარიააა
dato
17:03 20-06-2014
0
და შენ რა იცი რომ არ ამოიღო ხმააა
0

სიახლეები პოპულარული