ცეცაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა. ცეცაძეს კლუბში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ცოტა ხნით გორის "დილაში" საქმიანობდა.
როგორც შევიტყვეთ, "ტორპედო" ცეცაძეს დუბლშემადგენლობის გაწვრთნას სთავაზობს. შესაძლოა, ეს ყველაფერი იმაზე იყოს გათვლილი, რომ ცეცაძე გარკვეული დროის შემდეგ "ტორპედოს" პირველ გუნდს ჩაუდგეს სათავეში.
სავარაუდოდ, ყველაფერი საბოლოოდ მაშინ გაირკვევა, როცა ცეცაძე 19-წლამდელთა ნაკრების მიმდინარე შეკრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთშია და "ჟილინასთან" მატჩისთვის ემზადება
გია ცეცაძე: ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ჯგუფიდან გავიდეთ
გია ცეცაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
გია ცეცაძე: ჩვენი ცეკვები - ხორუმი, აჭარული, მთიულურიც - სულ შეტევაა
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია