"ვიტ ჯორჯიას" უცხოური შეკრება, სავარაუდოდ, არ ექნება

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" 9 ივლისს საკონტროლო შეხვედრა გამართა - პირველლიგელი სტუ 2:2 დაამარცხა. ვიტჯორჯიელთაგან გოლები სიჭინავამ და კუხალეიშვილმა გაიტანეს.

"ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დაუშვილი (ჩალიგავა 30) - იაშვილი, ადამაძე, კასრაძე (ტეტუნაშვილი 57), ბუაჩიძე (მჭედლიშვილი 46, კვირკვია 77) - წყაროზია (დავლაშელიძე 46), ღიბრაძე (ბუნტური 69) - კორიფაძე (გაგნიძე 59), ჯანელიძე, სიჭინავა (ჯავაშვილი 46) - კუხალეიშვილი (ლობჯანიძე).

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი "ვიტ ჯორჯია" ასევე პირველლიგელთან, "დინამო 2"-თან ითამაშებს 13 ივლისს დიღმის ბაზაზე.

შეგახსენებთ, რომ "დინამო 2"-ს რამაზ მუმლაძე წვრთნის, ვინც
წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობდა "ვიტ ჯორჯიაში".

"ვიტ ჯორჯია" დამდეგი სეზონისთვის "მცხეთა პარკზე" ემზადება და სავარაუდოდ, უცხოური შეკრება არ ექნება. ახალწვეულების დამატებას რაც შეეხება, "ვიტ ჯორჯია" ალბათ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით შეივსება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული