"ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობა ასეთი გახლდათ: დაუშვილი (ჩალიგავა 30) - იაშვილი, ადამაძე, კასრაძე (ტეტუნაშვილი 57), ბუაჩიძე (მჭედლიშვილი 46, კვირკვია 77) - წყაროზია (დავლაშელიძე 46), ღიბრაძე (ბუნტური 69) - კორიფაძე (გაგნიძე 59), ჯანელიძე, სიჭინავა (ჯავაშვილი 46) - კუხალეიშვილი (ლობჯანიძე).
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ზურაბ ბერიძის გაწვრთნილი "ვიტ ჯორჯია" ასევე პირველლიგელთან, "დინამო 2"-თან ითამაშებს 13 ივლისს დიღმის ბაზაზე.
შეგახსენებთ, რომ "დინამო 2"-ს რამაზ მუმლაძე წვრთნის, ვინც
"ვიტ ჯორჯია" დამდეგი სეზონისთვის "მცხეთა პარკზე" ემზადება და სავარაუდოდ, უცხოური შეკრება არ ექნება. ახალწვეულების დამატებას რაც შეეხება, "ვიტ ჯორჯია" ალბათ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით შეივსება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"