თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია

AutoSharing Option
თორნიკე გორგიაშვილის ამბავი ადრეც გაუწყეთ - "ზესტაფონის" 25 წლის ნახევარმცველი გუნდის სეზონისწინა სამზადისზე არ მივიდა და არც თურქულ შეკრებაზე გაჰყოლია ფეროელებს.

ამ საქმეს ასეთი გაგრძელება მოჰყვა: გორგიაშვილმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მიმართა და "ზესტაფონთან" მოქმედი კონტრაქტის გაუქმება მოითხოვა.

არაოფიციალური ინფორმაციით, კლუბს ფეხბურთელებისთვის სამი თვის ხელფასი არ ჰქონდა ჩარიცხული - აპრილის, მაისისა და ივნისის.

შევიტყვეთ ისიც, რომ "ზესტაფონმა" ფეხბურთელებს ჯერ აპრილის დავალიანება გაუსტუმრა, ახლახან კი ბოლო ორი თვის ხელფასიც დაურიგა.

ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს ხანში ვაპირებთ "ზესტაფონის" ოფიციალური პოზიციის გარკვევას. ფიფას წესებით,
თუ კლუბმა ერთი თვის ხელფასი მაინც არ მისცა ფეხბურთელს, მოთამაშეს აქვს უფლება, კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვოს.

საკითხავი ისღა რჩება - "ზესტაფონმა" გორგიაშვილს ხელფასი არ გადაუხადა თუ ხელფასის გადახდა დაუგვიანდა - ანუ რა იურიდიული ფორმულირება ექნება ამ სადავო საკითხს.

ამ საქმესთან დაკავშირებით, 26 ივლისს ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტის სხდომა გაიმართება და კომიტეტის წევრების გარდა, მოდავე მხარეებსაც მიიწვევენ.

გორგიაშვილი სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია, ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშია სამჯერ და თუ თავისუფალი აგენტი გახდება, ცხადია, უფრო იოლად გადავა სხვა გუნდში.

ერთი სიტყვით, დაველოდოთ 26 ივლისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სად არის თორნიკე გორგიაშვილი? - "ზესტაფონი" თავის ფეხბურთელს ეძებს
მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი ფაქტია-როდესაც მან ფედერაციას მიმართა-იმ მომენტისთვის 3 თვეზე მეტი დრო იყო გასული,რაც ხელფასი არ ჩარიცხვია.ვფიქრობ-ვერავინ გაამტყუნებს მას ეს ნაბიჯი გადაედგა
გოჩა
15:53 23-07-2013
0
გუნდი არაფერ შუაშია-ვფიქრობ,ხელმძღვანელობა ხომ არაა უვარგისი?
გოჩა
15:59 23-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული