23 წლის გაბედავა შემტევი გახლავთ, მოედნის სიღრმიდან ეხერხება თამაშის გამწვავება და აქვს გამორჩეულად ძლიერი დარტყმაც.
გაბედავა "გაგრაში" ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, შემდეგ უკრაინულ "ილიჩევეცში" გადავიდა, მერე სამშობლოში დაბრუნდა, "ბაიასა" და "ზუგდიდში" ერთად სამი სეზონი ითამაშა.
რაც შეეხება ტატანაშვილს, ეს 29 წლის თავდამსხმელი ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა, მანამდე არა ერთ მოწინავე ქართულ გუნდში გამოდიოდა, ჩეხური "კლადნოსა" და "პლზენის" ფეხბურთელიც იყო, გამოცდილი მოთამაშეა და წესით და
იყო ლაპარაკი იმაზეც, რომ "ჩიხურაში" მივიდოდა გორის "დილადან" წასული 26 წლის გარემარბი გიორგი კახელიშვილიც, თუმცა ეს ტრანსფერი არ გამოვიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"