მშვიდობით, "გურია"! - ლანჩხუთის გუნდი კიდევ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
8 აგვისტოს გვიან ღამით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "გურია" მეორე შვიდეულმაც დატოვა - გიგა კვერენჩხილაძეს, გიორგი ძაძამიას, კობა შალამბერიძეს, ლაშა ჯანგიძეს, ალეკო შენგელიას, ვიტალი დარჩიძესა და ვანო კილაძეს 8 აგვისტოს არ უვარჯიშიათ, ხოლო საღამოს ბაზაც დატოვეს. ეს კი უკვე გამოუვალ მდგომარეობას ჰგავს.

"ვერ ვიტყვი, რომ აწყობილი და გამართული გუნდი გვყავდა, თუმცა არც ისეა საქმე, თითქოს დავიშალეთ.

მეც რომ წავიდე, "გურია" მაინც გააგრძელებს ასპარეზობას. თუმცა რთულ ვითარებაში რომ ვართ, ფაქტია.

პარასკევს დილით მივემგზავრებით თბილისში. რას იზამენ დღეს წასული ფეხბურთელები, ვერაფერს გეტყვით.

ერთი შემიძლია გითხრათ, რომ კონტრაქტები გაფორმებული აქვთ. კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაც არ ვიცი.

ლაპარაკია ფეხბურთელების დამატებაზე, თუმცა "ვიტ ჯორჯიასთან" ის მოთამაშეები გავლენ მოედანზე, ვინც გვყავს", - გვითხრა "გურიის" მთავარმა მწვრთნელმა დავით მახარაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლანჩხუთის "გურია" იშლება - გუნდი წამყვანმა შვიდეულმა დატოვა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ესე უკვე კატასტროფაა, გადადგეს უნდა რაიონის და გუნდის ხელმძღვანელობა.
sabonis
20:23 09-08-2013
0
გურია
Dimitri
18:05 09-08-2013
0

სიახლეები პოპულარული