"ზესტაფონმა" ახალი ფეხბურთელები წარადგინა

AutoSharing Option
10 აგვისტოს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" გუნდის ხუთი ახალწვეული წარადგინა.

ფეხბურთელებს მიენიჭათ პერსონალური ნომრები და საპატიო ვითარებაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მაისურები გადაეცათ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" ხუთი ახალწვეული ჰყავს - ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ირაკლი ქობალია, რომელიც კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს, გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი ადამია და მცველი ილია კანდელაკი (ორივე 1-1 წლით), სერბი მცველი ბორისლავ ტერზიჩი და ბრაზილიელი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსი (ორივე 2,5-2,5 წლით).

ბოსნიაში
დაბადებული სერბეთის მოქალაქე ბორისლავ ტერზიჩი 21 წლისაა და იმერულ გუნდში მოსვლამდე სერბულ "დონი სრემში" ასპარეზობდა; ბრაზილიური "გრემიოს" აღზრდილი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსიც 21 წლისაა და "ზესტაფონში" მოსვლამდე იაპონური "ჯეი-ლიგის" "კავასაკი ფრონტეილის" ღირსებას იცავდა.

უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რიგები დატოვა კოტდ'ივუარელმა ფორვარდმა ბოტი გოა დემელმა.

წყარო: fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული