11 აგვისტოს, ეროვნული პირველობის პირველ ტურში სოსო ფრუიძის გუნდმა განმუხურში სტუმრად "ზუგდიდს" ანგარიშით 3:1 სძლია.
ლაშა ჭელიძემ მე-12 წუთზე დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ირაკლი ეხვაიამ 51-ე წუთზე გაათანაბრა.
78-ე წუთზე საჩხერელთა ახალწვეულმა დიმიტრი ტატანაშვილმა ისევ დააწინაურა თავისი გუნდი, ხოლო ანგარიშს წერტილი რატი წინამძღვრიშვილმა ბოლო წუთზე დაუსვა.