Ласкаво просимо - ლანჩხუთის "გურია" უკრაინელებს დაიმატებს

AutoSharing Option
"ლასკოვო პროსიმო", ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - ამ ტრანსფარანტით დახვდნენ ამ ცოტა ხნის წინათ ლანჩხუთში კიევის "დინამოს" ვეტერანებს.

ახლა რაიონის გამგებელი ზაზა ურუშაძე მოქმედი უკრაინელების ჩამოყვანას გეგმავს. ამას მუნიციპალიტეტის ოფიციალური გვერდი იუწყება.

გამგებელმა ეს ადრეც გვითხრა, ხოლო რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, ურუშაძე ამბობდა, რომ უკრაინელი ფეხბურთელებისთვის ხელფასის გადახდაში კლუბს "ადგილობრივი მეგობრები" დაეხმარებოდნენ...

მოგეხსენებათ, რაც "გურია" ერთდროულად 14-მა ფეხბურთელმა დატოვა, საკადრო პრობლემები შეიქმნა. ლანჩხუთურმა კლუბმა რამდენიმე მობურთალი უკვე დაიმატა, მათ შორის, დაუზუსტებელი მონაცემებით, ერთ-ერთია "სიონის" ყოფილი მეკარე მინდია ბობღიაშვილი.

ლანჩხუთის
მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი "გურიის" პრესსამსახურის სახელით კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სპეციალური ბრძანებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა ერთი თვის ვადაში "გურიას" გადასცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ღამე პოლიციაში! ანუ გამიშვი-დამიჭირე ლანჩხუთურად
ზაზა ურუშაძე: "გურია" ვერ იქნება "ძველი ბიჭებისა" და "მაზავშჩიკების" დასაყრდენი
მკითხველის კომენტარები / 1 /
მინდია ბობგიასჰვილი საუკეტესო მეკარეა ის ნამდვილად გაადლიერებს ლანცჰხუტის გურიას .....ვულოცავ და ცარმატებებს ვუსურვებ..გურიასჰი კარგი მოტამასჰის დაპასება იციან..ცარმატებები ბობგის ....
gulshematkivrebi
17:25 13-08-2013
0

სიახლეები პოპულარული