დიახ, პირველ ტურში ბოლნისელები გორის "დილასთან" დამარცხდნენ, მაგრამ იბრძოლეს და თან აზრიანი ფეხბურთიც აჩვენეს. ეგ იყო, რომ გუნდი დაბალმა ფიზიკურმა კონდიციებმა დააღალატა.
გამოცდილი და აღიარებას მოწყურებული ფეხბურთელების კრებული ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ კიდევ ერთ საინტერესო გუნდს, რომელიც ქულას უბრძოლველად არავის დაანებებს.
"იმ ფონზე, როცა გორის "დილა" აღმავლობის გზაზეა, ჩვენ სეზონში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ვატარებდით. ბავშვური შეცდომების
ამ პრობლემას რომ ეშველოს, 2-3 ტური მაინც არის საჭირო. ჩვენნაირი გუნდები, ევროთასებზე რომ არ თამაშობენ, სეზონს მაინც მძიმედ იწყებენ.
გათვლა გვქონდა არა "დილასთან" მოგებაზე, არამედ იმაზე, რომ ფორმაში რაც შეიძლება მალე შევიდეთ. ამიტომ მომზადების ფორსირება არ გვსურდა.
აგვისტოში 5 ტურია და დარწმუნებული ვარ, მალე გუნდი ბევრად უკეთ ათამაშდება", - ამბობს კიკნაძე.
მისივე თქმით, ახლო მომავალში გუნდი განაცხადში ნიგერიელ თავდამსხმელს, კრისტიან ოდინისაც შეიყვანს:
"მის ტრანსფერს ლიბიიდან ველოდით და მოგეხსენებათ, იქ რაც ხდება. ამიტომ განაცხადში შეყვანა და პირველივე ტურში მისი გამოყენება ვერ მოვახერხეთ.
დარწმუნებული ვარ, როცა ის ათამაშდება, საქართველოს ჩემპიონატს ერთი საინტერესო თავდამსხმელიც შეემატება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სიონი-დილა 1:2 - გრიგოლ დოლიძის მეორე სუნთქვა [VIDEO]