ფოთის "კოლხეთით" უცხოელები დაინტერესდნენ და ფოთელთა პასუხს ელიან

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" გაჭირვების ამბავი არახალია. წინა სეზონში კლუბის ბიუჯეტი 300 ათასი ლარი იყო და შედეგიც ლოგიკური აღმოჩნდა - 100 წლის იუბილე კლუბმა პირველ ლიგაში გავარდნით "აღნიშნა"...

მიუხედავად ამისა, "კოლხეთით" დაინტერესდნენ უცხოური ბიზნესჯგუფები, რომელთაც უკრაინაში მომუშავე ქართველი მენეჯერი სერგო ქუთათელაძე წარმოადგენს.

მისი მონაწილეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა - თავის დროზე პრაღის "სპარტადან" არნემის "ვიტესში" ვილფრედ ბონი (ახლა "სუონსიში" რომ გადავიდა) გადაიყვანა, "გალათასარაიში" - ტომაშ უიფალუში, ლვოვის "კარპატიში" - ბულგარელი მწვრთნელი ნიკოლაი კოსტოვი, ბოსნიის ნაკრების ფეხბურთელი სემირ შტილიჩი, საქართველოს ნაკრების წევრები -
ბუბა დაუშვილი
და ლევან ყენია, უჟგოროდის "ჰოვერლაში" - ლაშა ჯაკობია, აკაკი ხუბუტია კი - თურქულ "სამსუნსფორში" და ა.შ.

ქუთათელაძე ამბობს, რომ მიუხედავად ფოთის "კოლხეთის" ჩავარდნისა, მაინც პერსპექტიულ გუნდად მიაჩნია და მისი აღორძინება სურს.

"წლეულს "კოლხეთი" 100 წლის გახდა და ნაცვლად იმისა, რომ გამორჩეული სეზონი ჰქონოდა, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

ვინმე რომ დაინტერესდეს, გუნდზე ინტერნეტში ბევრს ვერაფერს მოიძიებს, კლუბს საკუთარი ვებგვერდიც არ აქვს. სირცხვილია.

არადა, საქმე ეხება საქართველოს უძველეს კლუბს და იმ ქალაქს, სადაც ჩვენი ფეხბურთის აკვანი დაირწა, საიდანაც მოგვევლინა ბორის პაიჭაძე და ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე.

ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ამ მიმართულებით დამაფიქრა",
- ამბობს ქუთათელაძე.

როგორც ქუთათელაძე ამტკიცებს, მის ინიციატივას გარკვეული უცხოური საფეხბურთო წრეები და ინვესტორები უჭერენ მხარს:

"დიდი ხანია, საფრანგეთსა და უკრაინაში ვსაქმიანობ და ბევრ გავლენიან ადამიანს ვიცნობ.

მოხდა ისე, რომ ჩემს უცხოელ მეგობრებთან სწორედ ქართული ფეხბურთის სატკივარზე ვლაპარაკობდით და ერთ-ერთმა უკრაინელმა მითხრა, რომ "კოლხეთი" მისთვის ძალიან საინტერესო კლუბი იყო - პოსტსაბჭოეთში ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბია და ცხადია, ეს ბევრს ნიშნავსო.

მეც სწორედ ამიტომ დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი. მათ ეს კლუბი პერსპექტიულად მიაჩნიათ და ჩვენი სურვილია, ფოთში ფეხბურთი აღორძინდეს. ამის შედეგია, რომ დიდი ხნის შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და მოლაპარაკება ფოთის მერთან, დავით სარსანიასთან დავიწყე.

მალე გვეცოდინება, არის თუ არა თანახმა კლუბის გასხვისებაზე. ეტყობა, დეტალებია შესათანხმებელი. თუ ეს მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, სამ წელიწადში გუნდი ევროპალიგის ზონაში მოხვდება".

"კოლხეთიდან" დაინტერესებულ მენეჯერს ინვესტიციის ოდენობაზეც ვკითხეთ:

"თავისთავად ცხადია, რომ კლუბის ასაღორძინებლად საჭიროა ინვესტიციების მოზიდვა - ამაში თანადგომას უკრაინული და ფრანგული მხარე გვპირდება და ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პროექტი განხორციელდება.

გარდა ამისა, ინვესტიცია მხოლოდ ფულის დაბანდებას არ გულისხმობს. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მოთამაშეების ჯგუფი და თუ შეთანხმება შედგა, მათ "კოლხეთში" ჩამოვიყვანთ - ქართველებსაც და უცხოელებსაც. ყოველი ახალი მიზნის შესაბამისად, გვეყოლება ის კონტინგენტი, რომელიც მზად იქნება ამა თუ იმ კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად.

ეს ფეხბურთელებიც ინვესტიციის ნაწილია - "კოლხეთში" ისე მივიყვანთ, კლუბი ერთ თეთრსაც არ გადაიხდის...

ასე რომ, ჯერ ფოთელების პასუხს ველით. თავის მხრივ, ჩემგან ელიან პასუხს უცხოელი მეგობრები, რათა კლუბის აღორძინებაში ყველანაირად გვერდში დამიდგნენ. მათგან მყარი გარანტიები გვაქვს, როგორც იტყვიან - სტარტზე არიან.

ჯერ მათი ვინაობის გამხელას მოვერიდები, თუმცა გეტყვით, რომ სოლიდური
ხალხია: ერთი - პოპულარული უკრაინული კლუბის ხელმძღვანელია, მეორე კი - ბელგიურის. ამიტომ ვამბობ, რომ "კოლხეთის" აღორძინება რეალურად მეჩვენება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სოსო ფილია ქალაქის მერს უჩივის: ნუ მემუქრები, ხალხს თავს არ ვაგინებინებ!
ფოთის მერი: სოსო ფილია იმიტომ არ მომიხსნია, რომ ჩემს შვილს არ ათამაშებდა
სოსო ფილია: მერის შვილი არ ვათამაშე და "კოლხეთიდან" გამიშვეს
ზაზა ინიაშვილი: ფოთის სურვილია, "კოლხეთი" უმაღლესში დავაბრუნოთ
და რა ელის ფოთის "კოლხეთს" 2013/14 წლების სეზონში?
ფოთის "კოლხეთი" - გაუფერულებული იუბილე
ეკა ბესელია: იმედი მაქვს, "კოლხეთის" იუბილეს პირველ ლიგაში არ შევხვდებით!
მკითხველის კომენტარები / 11 /
მივესალმები თუ ვინმე კოლხეთს მიხედავსს,,
achi
18:18 19-08-2013
0
ეს აღორძიენების სურვილით მოსპეკულირე ხალხი არ გამოილია... უკრაინაში ფეხბურთში რა და როგორ კეთდება, მეტალისტმაც კარგად დაანახა ყველას, ვინც აქამდე არ იცოდა. იმათი საქმეებიც კარგადაა ცნობილი, უკრაინული "ბიზნესით" რომ სულდგმულობენ. ერთი უკრაინული "ბიზნესი" რაა და მისი "აღორძინებული" ქართული ფეხბურთი?! არ დაიღალეთ ამდენი ზღაპრით?!
damisxit damalevinet
00:48 19-08-2013
0

სიახლეები პოპულარული