ბექა ტუღუში იჯარით რუსთავის "მეტალურგში" ითამაშებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" გუნდის თავდამსხმელი ბექა ტუღუში რუსთავის "მეტალურგი" გაანათხოვრა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ქუთაისის "ტორპედოს" 24 წლის ფორვარდი ბექა ტუღუში 1-წლიანი იჯარით რუსთავის "მეტალურგში" ითამაშებს.

ტუღუშმა გუნდთან შარშან, 2+1-წლიანი სისტემის კონტრაქტი გააფორმა. მან დღემდე ქუთაისელთა რიგებში 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 4 გოლიც გაიტანა.

წყარო: fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული