რეპლიკა: მთავარია სურვილი, თორემ... ანუ უნებლიე შეცდომები თუ სხვა რამ?

AutoSharing Option
საქართველოშიც ყოფილა იმის პრეცედენტი, რომ მსაჯი დაუსჯიათ; ისეც მომხდარა, რომ ეს დასჯილი მსაჯი რამდენიმე ტურის მერე იმ გუნდის თამაშის არბიტრად დაუნიშნავთ, რომლის სასარგებლოდ მანამდეც განზრახ თუ უნებლიეთ უსტვენდა და დაუსჯიათ.

სანამ 25-ე ეროვნული ჩემპიონატი დაიწყებოდა, ერთხელაც გამოვთქვი ეჭვი, მსაჯებზე ისევ გავლენ-მეთქი, ანუ მოხდებოდა ის, რაც აქამდეც მომხდარა...

მეორე ტურში "დილა"-"დინამო" იყო და რაც ამ თამაშზე მსაჯებმა გააკეთეს, ამის ვიდეოს ახლა ყველა ატრიალებს სოციალურ ქსელში თუ ნაირგვარ საიტზე.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ჩემპიონატის დაწყებამდე ეს ეჭვიც გამოვთქვი - არსებობს შუამავალი, რომელიც აგვარებს ყველაფერს
დამკვეთ კლუბსა და დაკვეთის შემსრულებელ მსაჯებს შორის-მეთქი, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციიდან (ვისაც უშუალოდ ეხება ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზება) ჩემთვის არავის უთქვამს - თუ ასეთი შუამავლის ვინაობა იცი, იქნებ გვითხრაო...

ალბათ, ფედერაციაში ისედაც კარგად იციან ყველაფერი, მაგრამ ვერ ამტკიცებენ ასეთი სინდიკატის არსებობას.

მართლაც ძნელი დასამტკიცებელია, ის, რაც "დილა"-"დინამოზე" მოხდა, მსაჯის შეცდომები იყო თუ სხვა რამ. ასე ხომ არ გამოდის: მერე რა, რომ ცენტრალური თამაშია; მერე რა, რომ პირდაპირი რეპორტაჟია; მერე რა, რომ მთელი საქართველო გვიყურებს, ჩვენ მაინც იმას გავაკეთებთ, რაც ადრეც ბევრჯერ გაგვიკეთებია - გამორიცხავთ ამას?

ფედერაცია რაღაც ზომებს, ალბათ, მიიღებს, მაგრამ მხოლოდ მსაჯების მიმართ გამოწერილი საჯარიმო სანქციები საქმეს ვერ უშველის, თუ დამკვეთიც (თუ ასეთი მართლა არსებობს) არ დაისჯება.

დამკვეთის დასჯა კი ძალიან გაუჭირდება ფეხბურთის ფედერაციას, თუმცა ისიც საკითხავია, გააჩნია კი ასეთი სურვილი?

ასეთ დროს ფედერაციაზე დიდი ძალა კლუბების სოლიდარობას უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენთან ამის ტრადიცია ძლიერი არ არის. არადა, სოლიდარული პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ციხე შიგნიდან თუ გატყდა, ხომ კარგი, მაგრამ მოხდება კი ასე? მე თუ მკითხავთ, რაც "დილა"-"დინამოზე" მოხდა, ეროვნული ჩემპიონატის ყველა კლუბისთვის უნდა იყოს საყურადღებო, ამაზე თვალის დახუჭვა კი ალბათ იმას ნიშნავს, რომ ჩემი კლუბიც "გადიოდა" მსაჯზე და ხმის ამოღების უფლება არ მაქვს.

ვნახოთ, იქნებ ფეხბურთის ფედერაციამ მაინც მოახერხოს რამე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
:
რომან ფიფია: საქართველოში მსაჯობის შეფასებისას ხშირად ემოცია ჭარბობს
გიორგი დევდარიანი: ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს!
დილა-დინამო (თბ) 1:1 - ეჭვებით დაღდასმული [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
დაუშვათ მასე ჩაწყობით გახდა დინამო ჩტმპიონი. მერე რაა?თუ ტრაკი გაქვთ ბოლომდე ჩააწყვეთ და უეფას თასი აიგეთ.ვაი თქვენს პატრონს უბედურს რა გეშველებათთქვე ცოდვის შვილებო,მეზიზგებით.
gulshematkivari
00:08 22-08-2013
0
პირველი თამაშების ჩამცხობი და თამაშების გამყიდველი დომენტი სიჩინავაა ხალხოო გამოიძიონ და თუ ვტყუივარ მერე ვნახოთ
Unknown
17:56 19-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული